USD 2.7020
EUR 3.1400
RUB 3.4797
Tbilisi
ლარი დოლართან და ევროსთან 2 თეთრით გამყარდა
Date:  

8 ივლისის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დოლარის ცვლილებამ 2.14 თეთრი შეადგინა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7399 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 2.16 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9670 ლარი გახდა.

1.80 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.5123 ლარი გახდა.

ლარი ლირასთან მიმართებითაც გამყარდა და თურქული ლირას კურსმა 8.38 თეთრი შეადგინა.

World
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ მალე მიიღებს ზომებს ვენესუელელი ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ხმელეთზე

აშშ ძალიან მალე დაიწყებს ზომების მიღებას ხმელეთზე ვენესუელელი ნარკოდილერების შესაჩერებლად, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„ალბათ შეამჩნიეთ, რომ ხალხს არ სურს ზღვით ტვირთის მიწოდება და ჩვენ მათი ხმელეთით შეჩერებასაც დავიწყებთ. ხმელეთით უფრო ადვილია, მაგრამ ეს ძალიან მალე დაიწყება“, - განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ვენესუელასთან დაკავშირებულ ვარიანტებს განიხილავს რათა აშშ-ში ნარკოტიკების უკანონო შეტანას ებრძოლოს.

აშშ-ის ჯარებმა სექტემბრიდან კარიბის ზღვის აუზსა და წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდავ ნავებზე მინიმუმ 21 თავდასხმა განახორციელეს, რასაც 83 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

See all
Survey
By the way