USD 2.6975
EUR 3.1825
RUB 3.4401
თბილისი
ლამამ, სახელად კორმაკი, შეიძლება გვიხსნას პანდემიისგან
თარიღი:  1598

კვლევის წინასწარი შედეგები აშშ-ს რამოდენიმე სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერებმა გამოაქვეყნეს ჟურნალში Scientific Reports.

ცნობილია, რომ აგენტების (ვირუსები, ბაქტერიები) შეჭრის საპასუხოდ, ლამას იმუნური სისტემა (ისევე როგორც აქლემისებრთა ოჯახის სხვა ცხოვლელებისა) გამოიმუშავებს ორი ტიპის ანტისხეულებს. ერთ-ერთი მათგანი ზომით ადამიანის ანტისხეულების ანალოგია, ხოლო მეორე ტიპის ანტისხეულების ზომა შეადგენს პირველი ტიპის ანტისხეულების ზომის მეათედს. ამ მცირე ზომის ანტისხეულებს უწოდებენ ნანოსხეულებს.

კორონავირუსული ინფექციის პანდემიის დაწყების შემდეგ, ლამების ორგანიზმში გამომუშავებული ნანოსხეულების შემსწავლელი მეცნიერები გადაერთნენ ვირუს SARS-CoV-2 ექსპერიმენტზე. კერძოდ, 2020 წლის მაისში ჟურნალში Cell გამოჩნდა ტექსასის შტატის უნივერსიტეტისა.

ლამა სახელად Winter-ის სისხლიდან გამოყოფილ ნანოსხეულებზე ექსპერიმენტისას, მკვლევარებმა დაამტკიცეს, რომ მცირე ზომის ანტისხეულებს შეუძლია მიემაგროს ვირუსის ზედაპირზე წვეტისებურ ცილას (S-ცილა), რის შედეგადაც ვირუსს აღარ ექნება უჯრედში შეღწევის საშუალება. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ნანოსხეულები არასაკმარისად მჭიდროდ ეკვრის, ამიტომ მკვლევარებს გენური ინჟინერიის მეთოდებით, მოუწიათ ნანოსხეულების ორი ასლის შეერთება და ახალი ანტისხეულის შექმნა, რომელიც ეფექტურად ანეიტრალებს ვირუსს.

ახალი კვლევის ავტორებმა ტომას ესპარზიმ (Thomas J. Esparza) და დევიდ ბროდიმ (David L. Brody), შეძლეს ამ პრობლემის გადალახვა და ლამა, სახელით კორმაკის საშუალებით უფრო შორს წავიდნენ. 28 დღის განმავლობაში მის ორგანიზმში 5-ჯერ შეიყვანეს SARS-CoV-2 ვირუსის გასუფთავებული S-ცილა. კორმაკის სხეულში, ანტიგენის შეჭრაზე საპასუხოდ გამომუშავებული ათასი ნანოსხეულის ტესტირების შედეგად, ესპარზამ და ბროდიმ გამოყვეს 13 ნანოსხეული, რომლებიც სხვებთან შედარებით უფრო ეფექტური აღმოჩნდა.

მათგან ერთ-ერთმა, სახელწოდებით NIH-CoVnb-112, თავისი თვისებებით გადააჭარბა დანარჩენებს.

ლაბორატორიულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რიმ NIH-ჩოVნბ-112 მუშაობს როგორც მჭიდრო დამხშობი. იგი უმაგრდება უშუალოდ ვირუსის S -ცილის "კბილანებს" და ამით სრულად ბლოკავს მის უჯრედის ზედაპირზე AჩE2-რეცეპტორებთან დაკავშირებისა და უჯრედში შეღწევის უნარს.

მნიშვნელოვანია, რომ NIH-ჩოVნბ-112 ერთნაირად ეფექტური აღმოჩნდა, როგორც ხსნარის, ასევე აეროზოლის ფორმით. ესპარზა და ბროდი თვლიან, რომ მომავალში ლამის ნანოსხეულების შემცველი პრეპარატი შეიძლება გამოვიყენოთ ნებულაიზერის ან ინჰალატორის საშუალებით, რათა წამალი მოხვდეს უშუალოდ ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ლორწოვან გარსზე და დაიცვას კორონავირუსული ინფექციისგან.

ამჟამად, მეცნიერები ემზადებიან NIH-CoVnb-112 პატენტის მისაღებად, რათა რაც შეიძლება სწრაფად გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე და კორმაკის იმუნური სისტემის მიერ გამომუშავებული ნანოსხეულების საფუძველზე შექმნან COVID-19-ის საპროფილაქტიკო პრეპარატი.
 
თბილისი
გადასასვლელ ხიდთან 280-მეტრიანი საავტომობილო ესტაკადის მშენებლობაზე ₾100 მილიონი დაიხარჯება

თბილისის მერია გადასასვლელ ხიდთან, ცოტნე დადიანისა და სადგურის მოედნის დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობას გეგმავს. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი 2026 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია და მასზე მომდევნო წელს 10 მილიონი ლარი დაიხარჯება, 2027 წელს კი დამატებით 87.5 მილიონი ლარი. მთლიანობაში 280-მეტრიანი ესტაკადის პროექტირება-მშენებლობის წინასწარი სავარაუდო ღირებულება 100 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტზე საგზაო მარშრუტის კვლევაზე 2025 წელს უკვე 2.5 მილიონი ლარი დაიხარჯა.

2026 წლის ბიუჯეტის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ სარკინიგზო მაგისტრალი ქალაქის ცენტრალურ მონაკვეთს ყოფს იმგვარად, რომ მოედნის პარალელურად არსებულ ქუჩებს შორის დაკავშირებადობა მინიმალურია და აუცილებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ახალი ინფრასტრუქტურის შექმნით ქალაქის უბნების დაკავშირებადობა გაუმჯობესდეს.

"ქალაქ თბილისის ცენტრში არსებული რკინიგზის კორიდორი და თანმდევი ინფრასტრუქტურა ქმნის 4-კილომეტრიან მონაკვეთს აღმოსავლეთ-დასავლეთ სატრანსპორტო კავშირის გარეშე, გარდა შეზღუდული რაოდენობის საფეხმავლო კავშირებისა. ეს ისტორიული დაბრკოლება ხელს უშლის თბილისის სატრანსპორტო გეგმის პრიორიტეტებისკენ მისწრაფებას. სადგურის მოედანი მდებარეობს აღნიშნულ ამ 4-კილომეტრიან მონაკვეთში. ის წარმოადგენს დედაქალაქის უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო „ჰაბს“, სადაც თავს იყრის 61 ავტობუსის მარშრუტი, მეტროს 2 ხაზი, ისევე როგორც საქართველოს რკინიგზის სერვისები. ტერიტორია ემსახურება საათში 330 ავტობუსის სერვისს, საიდანაც მომავალში 150 გამოიყენებს ხიდს. თბილისის სატრანსპორტო გეგმის თანახმად, სადგურის მოედანი ასევე იქნება თბილისის საგარეუბნო რკინიგზის სერვისების თავმოყრის წერტილი, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს გახდის მისი, როგორც სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციას. ამჟამინდელი მდგომარეობით, აღმოსავლეთ-დასავლეთ კავშირის არარსებობა აფერხებს მაღალი ხარისხის ჰაბის განვითარებას, ხშირად 22 ავტობუსის მარშრუტის შეწყვეტა ხდება ვადაზე ადრე ან ახორციელებენ 1.5 კილომეტრიანი შემოვლითი მგზავრობას, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის გადაადგილების დროს, ჰაერის დაბინძურებასა და ვიბრაციას, ისევე როგორც ამცირებს მარშრუტების ხარჯეფექტიანობას. თბილისის სატრანსპორტო გეგმით გათვალისწინებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის შეკავშირებულობის ალტერნატივების ანალიზის კვლევამ, რომელიც მსოფლიო ბანკის დახმარებით ჩატარდა, მულტიკრიტერიუმიანი ანალიზის საშუალებით, გამოავლინა თბილისის ცენტრში არსებული რკინიგზის ხაზის ორ მხარეს (აღმოსავლეთ და დასავლეთ) შორის ახალი კავშირის შექმნის საუკეთესო ალტერნატივა - საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტის მქონე საავტომობილო ხიდი, დადიანის ქუჩასა და სადგურის მოედანს შორის. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ფლობს თბილისის სატრანსპორტო გეგმით გათვალისწინებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის შეკავშირებულობის ალტერნატივების ანალიზის კვლევის საფუძველზე შექმნილ ანგარიშს, კონცეფციას. პროექტის მიზანი არის, ამ კონცეფციით განსაზღვრული, საავტომობილო ხიდის მშენებლობა.

აღნიშნული ობიექტი წარმოადგენს საავტომობილო ხიდს ქალაქ თბილისში, რომელიც დააკავშირებს სადგურის მოედანს დადიანის ქუჩასთან და იქნება 280 მეტრი სიგრძის, 8.5 მეტრი სიგანის სწორ მონაკვეთში, ხოლო 15 მეტრი სიგანის მოხვევის მონაკვეთში (ე.წ. სპირალი, რომელიც ეშვება სადგურის მოედანზე). ხიდი იქნება ორზოლიანი და დასავლეთით, სადგურის მოედანზე დაშვებისას, რამპას ექნება მარჯვნივ ჩამხვევი ზოლი. რკინიგზის დერეფნის კვეთისას აუცილებელია 7 მეტრიანი სხვაობა რკინიგზის ლიანდაგსა და ხიდის სტრუქტურას შორის. საავტომობილო ხიდი ითვალისწინებს 18 მეტრიანი ავტობუსების მართვის ტრაექტორიებს, მისი მაქსიმალური გრძივი ქანობი - 10.7%, ხოლო მინიმალური რადიუსი - 12 მეტრი. საავტომობილო ხიდის გამტარობა შერეული ნაკადების პირობაში იქნება 800 ავტომობილი ერთ საათში ერთი მიმართულებით", - ნათქვამია 2026 წლის ბიუჯეტის განმარტებით ბარათში.

წყარო: https://bm.ge

sadguris-moedani_o_h

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის