USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
კრწანისის რაიონში, კალანდაძის N15-ის მიმდებარედ, მოსასვენებელი სივრცე რეაბილიტირდა
თარიღი:  342
კრწანისის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტი მწვანე სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციაა.
 
მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, კალანდაძის N15-ის მიმდებარედ, მოსასვენებელი სივრცე რეაბილიტირდა. სამუშაოების ფარგლებში, 500 კვ.მ.-ზე მოეწყო განათება, პატარა ღობეები, საბავშვო-გასართობი ატრაქციონი, ბილიკები, გარე განათების სისტემა, ასევე დაიდგა სკამები და ურნები. შესრულებული სამუშაოებისთვის კრწანისის რაიონის გამგეობამ 164 000 ლარი გამოყო.
 
დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, საკრებულოში კრწანისის მაჟორიტარ დეპუტატ ლევან ჯაფარიძესთან და საქართველოს პარლამენტის წევრ დავით კაჭარავასთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
 
საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის