ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ხანძთელის ქ. N9/22-ში მდებარე თბილისურ ეზოში ქვაფენილი მოეწყო. სამუშაოების ფარგლებში, 61,48 კვ.მ. ეზოს საფარი მთლიანად ბაზალტის ქვის ფილით მოპირკეთდა.
მოსახლეობასთან შესახვედრად ადგილზე კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, გამგებლის მოადგილე საბა პატაშური და კრწანისის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ლევან ჯაფარიძე იმყოფებოდნენ. ადგილობრივებთან ერთად ქალაქის ტურისტულ ნაწილში მდებარე ეზოს რეაბილიტაციის შემდგომ ეტაპებზეც ისაუბრეს.
კრწანისის რაიონში ქვაფენილის საფარი კიდევ 11 ლოკაციაზე შეკეთდა:
1) ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან - 8.3 კვ.მ.
2) დათა გულუას აღმართის დასაწყისში - 7.3 კვ.მ.
3) გორგასლის ქ. N 11-13-ის მიმდებარედ - 6.4 კვ.მ.
4) ქუმსიაშვილის ქ. N 1 - 14.74 კვ.მ.
5) გრიშაშვილის ქ. N 23 - 13.07კვ.მ.
6) მარნეულის ქუჩა, რკინიგზის გადასასვლელის მიმდებარედ - 17.47 კვ.მ
7) სალმის ქ. N 6-ის მიმდებარედ - 8.41 კვ.მ.
8) ფირდოუსის ქუჩა - 17.53 კვ.მ.
9) ნოდარ ტაბიძის ქ. N7-9-ის მიმდებარედ - 42.72 კვ.მ.
10) სიონის ქუჩა - 20.5 კვ.მ.
11) ერეკლე II-ისა და შავთელის ქუჩების კვეთა - 52.16 კვ.მ.