USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Tbilisi
კრწანისის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება
Date:  870
ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ხანძთელის ქ. N9/22-ში მდებარე თბილისურ ეზოში ქვაფენილი მოეწყო. სამუშაოების ფარგლებში, 61,48 კვ.მ. ეზოს საფარი მთლიანად ბაზალტის ქვის ფილით მოპირკეთდა.
 
მოსახლეობასთან შესახვედრად ადგილზე კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, გამგებლის მოადგილე საბა პატაშური და კრწანისის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ლევან ჯაფარიძე იმყოფებოდნენ. ადგილობრივებთან ერთად ქალაქის ტურისტულ ნაწილში მდებარე ეზოს რეაბილიტაციის შემდგომ ეტაპებზეც ისაუბრეს.
 
კრწანისის რაიონში ქვაფენილის საფარი კიდევ 11 ლოკაციაზე შეკეთდა:
 
1) ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან - 8.3 კვ.მ.
2) დათა გულუას აღმართის დასაწყისში - 7.3 კვ.მ.
3) გორგასლის ქ. N 11-13-ის მიმდებარედ - 6.4 კვ.მ.
4) ქუმსიაშვილის ქ. N 1 - 14.74 კვ.მ.
5) გრიშაშვილის ქ. N 23 - 13.07კვ.მ.
6) მარნეულის ქუჩა, რკინიგზის გადასასვლელის მიმდებარედ - 17.47 კვ.მ
7) სალმის ქ. N 6-ის მიმდებარედ - 8.41 კვ.მ.
8) ფირდოუსის ქუჩა - 17.53 კვ.მ.
9) ნოდარ ტაბიძის ქ. N7-9-ის მიმდებარედ - 42.72 კვ.მ.
10) სიონის ქუჩა - 20.5 კვ.მ.
11) ერეკლე II-ისა და შავთელის ქუჩების კვეთა - 52.16 კვ.მ.
 
მიმდინარე წელს ქვაფენილების დაგება-რეაბილიტაციისათვის კრწანისის გამგეობის ბიუჯეტიდან 36 005.63 ლარი გამოიყო.
World
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way