USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
კრწანისის რაიონში გრძელდება მოსასვენებელი სივრცეებისა და სკვერების მოწყობა
თარიღი:  586
კრწანისის რაიონის გამგეობა აქტიურად განაგრძობს მოსასვენებელი სივრცეებისა და სკვერების მოწყობის სამუშაოებს.
 
ამ ეტაპისთვის, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს კრწანისის მე-2 შესახვევი N19/1-ის მიმდებარედ. მოსახლეობასთან შეთანხმებით, 752 კვ.მ. ფართობზე ეწყობა სკვერი.
 
სამუშაოების ფარგლებში, უკვე ჩასხმულია კედლები. ადგილზე მოეწყობა ბილიკები, გარე განათების სისტემა, გამწვანება, საბავშვო მოედანი
მულტიფუნქციური ატრაქციონებით, დაიდგმება სკამები და ურნები.
 
სამუშაოებს ჯორჯია ბილდინგ გრუპი ასრულებს, რისთვისაც კრწანისის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 280 000 ლარია გათვალისწინებული.
მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ლევან ჯაფარიძესთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის