ამ ეტაპისთვის, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს კრწანისის მე-2 შესახვევი N19/1-ის მიმდებარედ. მოსახლეობასთან შეთანხმებით, 752 კვ.მ. ფართობზე ეწყობა სკვერი.
სამუშაოების ფარგლებში, უკვე ჩასხმულია კედლები. ადგილზე მოეწყობა ბილიკები, გარე განათების სისტემა, გამწვანება, საბავშვო მოედანი
მულტიფუნქციური ატრაქციონებით, დაიდგმება სკამები და ურნები.