USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
კრწანისის რაიონში ბავშვთა გასართობი სივრცეების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
Date:  515
ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, მოსასვენებელი და ბავშვთა გასართობი სივრცეების მოწყობის სამუშაოები გრძელდება.
ამჟამად, სრული რეაბილიტაცია უტარდება ზემო ფონიჭალაში, 28 ა კორპუსის მიმდებარედ არსებულ ტერიტორიას, სადაც ამ დრომდე რამდენიმე ატრაქციონი იდგა. პროექტის ფარგლებში, არსებული სივრცე გამწვანდება, მოეწყობა ბილიკები, განათების სისტემა, დაიდგმება სკამები და ურნები, ატრაქციონები.
1035 კვ.მ-ზე სამუშაოებს „ჯორჯია ბილდინგ გრუპი“ ასრულებს, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 200 000 ლარია გათვალისწინებული.
ამავე მისამართზე, მიმდინარე წელს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, წყალარინების სისტემის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა, რის შემდეგაც ინფრასტრუქტურის სამსახურმა ეზოში ასფალტი დააგო და ბორდიურები შეცვალა. ამ სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 220 000 ლარი გამოიყო.
მიმდინარე და დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოში კრწანისის მაჟორიტარ დეპუტატ ლევან ჯაფარიძესთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way