USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Тбилиси
კოვიდპანდემიის გამო აზერბაიჯანში დღეიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა
дата:  806

აზერბაიჯანში დღეიდან სპეციალური საკარანტინო რეჟიმის შეზღუდვები ამოქმედდა.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ახალი წესების თანახმად საგანმანათლებლო, სამეცნიერო, ტრანსპორტის, ლოგისტიკის, კომუნიკაციის, სოციალური, ფინანსური, ტურიზმისა და სხვა სფეროების დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანების 80%-ი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით უნდა იყვნენ ვაქცინირებულები.

ამასთან, დღეიდან ძალაში შევიდა მოთხოვნა, რომ სამთავრობო სტრუქტურების, ასევე საავადმყოფოებისა და ფარმაცევტული დაწესებულებების თანამშრომლები ვაქცინის პირველი დოზით აიცრან.

რესტორნებში სასტუმროებსა და დიდ სავაჭრო ცენტრებში მხოლოდ იმ პირებს დაუშვებენ, რომლებსაც კოვიდპასპორტები აქვთ. კოვიდპასპორტების მფლობელებს ექნებათ საქორწინო ცერემონიებზე დასწრების უფლებაც.

ამასთან, 18 წლის ასაკის ზემოთ ყველა პირს, რომელიც უმაღლეს ან სხვა ტიპის დაწესებულებაში სწავლობს, დღეიდან კოვიდპასპორტს მოსთხოვენ.

общество
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати