აზერბაიჯანში დღეიდან სპეციალური საკარანტინო რეჟიმის შეზღუდვები ამოქმედდა.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ახალი წესების თანახმად საგანმანათლებლო, სამეცნიერო, ტრანსპორტის, ლოგისტიკის, კომუნიკაციის, სოციალური, ფინანსური, ტურიზმისა და სხვა სფეროების დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანების 80%-ი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით უნდა იყვნენ ვაქცინირებულები.
ამასთან, დღეიდან ძალაში შევიდა მოთხოვნა, რომ სამთავრობო სტრუქტურების, ასევე საავადმყოფოებისა და ფარმაცევტული დაწესებულებების თანამშრომლები ვაქცინის პირველი დოზით აიცრან.
რესტორნებში სასტუმროებსა და დიდ სავაჭრო ცენტრებში მხოლოდ იმ პირებს დაუშვებენ, რომლებსაც კოვიდპასპორტები აქვთ. კოვიდპასპორტების მფლობელებს ექნებათ საქორწინო ცერემონიებზე დასწრების უფლებაც.
ამასთან, 18 წლის ასაკის ზემოთ ყველა პირს, რომელიც უმაღლეს ან სხვა ტიპის დაწესებულებაში სწავლობს, დღეიდან კოვიდპასპორტს მოსთხოვენ.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.