დღეიდან, ისრაელი კორონავირუსის ახალი შტამის გამო, საგანგებო მდგომარეობას აწესებს. ინფორმაცია ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ვრცელდება.
პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, შეზღუდვები თებერვლის ბოლომდე გაგრძელდება. ნეთანიაჰუ აღნიშნავს, რომ კორონავირუსის პრევენციას ვაქცინაციასთან ერთად საგანგებო მდგომარეობაც დაეხმარება. მისი ვარაუდით, ეკონომიკის აღდგენა თებერვლის ბოლოდან შესაძლებელი იქნება.
აღსანიშნავია, რომ ისრაელში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის ვაქცინაცია ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.
„ჩვენი მიზანია, უახლოეს მომავალში 5.5 მილიონი სრულად ვაქცინირებული მოქალაქე გვყავდეს“, - განაცხადა ისრაელის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იოავ კიშიჩმა.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში 1.3 მილიონი ადამიანია ვაქცინირებული; მათგან ყველას მიღებული აქვთ ვაქცინის პირველი დოზა, ხოლო ნაწილი ვაქცინის მეორე დოზის მიღებას მომდევნო კვირების განმავლობაში ელოდება
შეგახსენებთ, რომ პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 643 435 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 4 796 ადამიანი.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.