USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Tbilisi
კორონავირუსით მოტივირებული მკვლელობა იტალიაში
Date:  6903

იტალია შოკში ჩააგდო კორონავირუსით მოტივირებულმა დანაშაულმა.

28 წლის სანიტარმა და სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტმა, სიცილიელმა ანტონიო დე პაჩემ მოკლა თავისი მეგობარი გოგონა ლორენა კარტანა. გოგონაც მედიცინას სწავლობდა და მედდად მუშაობდა საავადმყოფოში, სადაც ახალი კორონავირუსით ინფიცირებულები გადიოდნენ მკურნალობის კურსს. ბრალდებულმა, რომელსაც ეჭვი გაუჩნდა, რომ შესაძლოა იგი პარტნიორისგან ყოფილიყო დაინფიცირებული, დაახრჩო გოგონა. მკვლელობის შემდეგ ვენების გადაჭრის გზით მან თვითმკვლელობაც სცადა.

დაკითხვისას მან აღიარა დანაშაული და დაასახელა მკვლელობის მოტივი.

სენატის ფემიციდის კომიტეტის თავმჯდომარემ-ვალერია ვალენტიმ განაცხადა, რომ ფემიციდის ეს შემთხვევა არის ოჯახური ძალადობის მორიგი ფაქტი, რომელშიც მკვლელი კორონავირუსით გამოწვეულმა კრიზისმა ჩაითრია.

P. S. სამართალდამცველებმა როგორც ბრალდებულს, ასევე გარდაცვლილ მსხვერპლს ჩაუტარეს ტესტირება ახალ კორონავირუსზე და ორივეს პასუხი აღმოჩნდა უარყოფითი.

 

წყარო: parismatch.com

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way