უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის მეუღლე ელენა ზელენსკაია ორმხრივი პნევმონიით საავადმყოფოში გადაიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ელენა ზელენსკაიას საშუალო სიმძიმის პნევმონია აღენიშნება. მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.
12 ივნისს უკრაინის პირველმა ლედიმ განაცხადა, რომ მას კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა.
„უკრაინის პრეზიდენტის მეუღლე, ელენა ზელენსკი კიევის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას საშუალო სიმძიმის ორმხრივი პნევმონია აქვს“, - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ვლადიმირ ზელენსკისა და მათი შვილების კორონავირუსზე ტესტებმა უარყოფითი შედეგი აჩვენეს.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.