USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
Tbilisi
კორონავირუსით ინფიცირებული უკრაინის პირველი ლედი საავადმყოფოში გადაიყვანეს
Date:  851

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის მეუღლე ელენა ზელენსკაია ორმხრივი პნევმონიით საავადმყოფოში გადაიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ელენა ზელენსკაიას საშუალო სიმძიმის პნევმონია აღენიშნება. მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

12 ივნისს უკრაინის პირველმა ლედიმ განაცხადა, რომ მას კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა.

„უკრაინის პრეზიდენტის მეუღლე, ელენა ზელენსკი კიევის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას საშუალო სიმძიმის ორმხრივი პნევმონია აქვს“, - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ვლადიმირ ზელენსკისა და მათი შვილების კორონავირუსზე ტესტებმა უარყოფითი შედეგი აჩვენეს.

 

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way