USD 3.0967
EUR 3.4931
RUB 4.1048
Tbilisi
კორონავირუსის ინფექციის მატების გამო წერტილოვანი შეზღუდვები იქნება
Date : 03.31.2021 14:53  121

აჭარასა და იმერეთში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ  იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა: "ფრთხილად უნდა ვიყოთ, თუ არადა დაგვჭირდება ისევ შეზღუდვების დაწესება", - განაცხადა მან.

„წერტილოვანი შეზღუდვები იქნება, განსაკუთრებით იმ სოფლებში, სადაც შემთხვევების მატებაა - ჭიათურის რაიონის ერთ სოფელში, ითხვისის მაღაროებთან დაკავშირებულ სოფლების ჯგუფში, აჭარაში, „აჭარა ტექსტილშიც" გვაქვს მატება, იქ სადაც 1000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, შემთხვევების რაოდენობა 88-მდეა, რა თქმა უნდა, წერტილოვანი შეზღუდვები აქ ყველგან იგეგმება და ტარდება", - აღნიშნა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, წერტილოვანი შეზღუდვები ამ სოფლების ჩაკეტვას და გამოკვლევების ჩატარებას ითვალისწინებს.

business
ვირების ფერმა „სახედარი"- მოთხოვნა გაიზარდა, ექიმები პირდაპირ უნიშნავენ პაციენტებს ვირის რძეს

ბოლო პერიოდში საქართველოში ვირის რძეზე მოთხოვნა 40%-ით გაიზარდა, - საკითხზე ვირების ფერმა „სახედარის“ დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, თემურ ლომიძემ BM.GE-სთან ისაუბრა.

მისი თქმით, რეალიზაციის გაზრდილი მაჩვენებლების პარალელურად, კომპანიის ფინანსური მაჩვენებლებიც შეიცვალა და „სახედარი“ დღეს არსებული ხარჯის გასტუმრებას არსებული შემოსავლებით ახერხებს.

რაც შეეხება წარმოებას, როგორც თემურ ლომიძემ განმარტა, ფერმაში საშუალოდ, თვში 130 ლიტრი რძე იწარმოება.

“გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მოთხოვნა დაახლოებით 40%-ით გაიზარდა. მიუხედავად ამისა, 1 ლიტრი რძის ფასი არ გაგვიზრდია, რადგან არ გვინდა ადგილობრივებისთვის ეს მიუწვდომელი პროდუქტი იყოს. მოთხოვნისა და რეალიზაციის ზრდის შესაბამისად, კომპანია დღეს არსებული შემოსავლით ხარჯების დაფარვას ახერხებს. ჯერ მოგებაზე არ გავსულვართ, თუმცა ფინანსური მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაგვიუმჯობესდა“, - აცხადებს თემურ ლომიძე და დასძენს, რომ საქართველოში ვირის რძის ცნობადობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„პანდემიის პერიოდში ქვეყანაში ვირის რძის პროდუქტის ცნობადობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და შესაბამისად, გაიზარდა მოთხოვნაც. ძალიან ბევრი ექიმი პაციენტებს ვირის რძეს, მისი სასარგებლო თვისებებიდან გამომდინარე, პოსტ-კოვიდურ პერიოდში პირდაპირ უნიშნავს“, - განაცხადა მან.

ვირების ფერმა „სახედარი“ ადგილობრივი ბაზრის გარდა, ვირის რძეს და მისგან ნაწარმოებ რძის ფხვნილს, ასევე კოსმეტიკურ პროდუქტებს - ტუჩსაცხს, სახის საცხსა და საპონს აშშ-ში ყიდის და მომავალში საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზეც მუშაობს.

See all
Survey
თქვენი აზრით ხელისუფლება კარგად მართავს კოვიდ სიტუაციას თუ არა?
Vote
By the way