USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევიდან 235 -აჭარას, 38-იმერეთს, 30-თბილისს უკავშირდება
Date:  546

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 3072 აქტიური შემთხვევიდან კრიტიკულად მძიმეა 28 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, აქედან 26 მართვით სუნთქვაზე.

მისივე თქმით, 8 პაციენტი აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი.

„ახალი გამოვლენილი შემთხვევებიდან, აჭარაში ისევ მაღალია ინფიცირებულთა ოდენობა - 235 პაციენტი. შემდეგ მოდის იმერეთი - 38 პაციენტი, შემდეგ თბილისი - 30 პაციენტი. სამეგრელო- ზემო სვანეთში 14 ახალი შემთხვევაა, გურიაში - 6, კახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში არის თითო-თითო ახალი შემთხვევა“, - განაცხადა ენდელაძემ.

მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში 800-მდე პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ენდელაძემ დღეს ჟურნალისტებთან განმარტა, რომ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობის პროცენტი გაზრდილია და ის მთლიან დადასტურებულ შემთხვევათა 50%-ს აღემატება.

მისივე თქმით, გუშინ დამატებით 796 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

tbilisi
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way