რუსეთის ეკლესიებსა და მონასტრებში COVID-19 -ით მასიური ინფიცირებაა დაფიქსირებული. ღვთისმსახურთა და მორწუმეთა უმრავლესობა ბოლომდე ეწინააღმდეგებოდა კარანტინს და ტაძრების დახურვას.
რუსეთის მართლმადიდებული ეკლესიაში იზრდება კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი. რუსეთის ერთ-ერთი იერარქი - ჟელეზნოგორსკის და ლგოვსკის ეპისკოპოსი ბენიამინი უკვე გარდაიცვალა. ინფიცირების კერები მონასტრებშიც გაჩნდა. რუსეთის პატრიარქმა მოსკოვის ეპარქიისთვის გამოსცა განკარგულება, რომელშიც ნათქვამია, რომ ყველა ღვთისმსახური ვინც მსახურებას მრევლის მონაწილეობით გააგრძელებს, შეიძლება საეკლესიო სასამართლოს წინაშე წარდგეს. ამასთან ერთად მორწმუნეები ხელმოწერებს აგროვებენ პეტიციაზე, სადაც ითხოვენ სტატისტიკას ინფიცირებულ ღვთისმსახურებზე და დახურულ ტაძრებსა და მონასტრებზე. მაგრამ ეკლესიის რიგებში ბევრია დისიდენტი, ვისაც ეკლესიის დახურვა უფრო დიდ საფრთხედ მიაჩნია. ვიდრე პანდემია.
ყაზანის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ვიაჩესლავ ჟებელევი (ცენტრში) სააღდგომო მსახურებისას, ვოლგოგრადი, 18 აპრილი 2020 წ.
საეკლესიო სასამართლო ვირუსის წინააღმდეგ
27 აპრილს პატრიარქმა კირილემ გამოსცა განკარგულება, რომელშიც მოსკოვის ეპარქიის მსახურებს ახსენებდა მათთვის „რწმუნებულ ეკლესიებსა და მონასტრებში“ კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის და ანტიეპიდემიოლოგიური წესების დაცვის შესახებ პასუხისმგებლობას. „იმ შემთხვევაში, როცა წესების და მითითებების დაუცველობა გახდება ადამიანის კორონავირუსით ინფიცირების და შემდგებ გარდაცვალების მიზეზი, დამნაშავე შეიძლება საეკლესიო სასამართლოს წინაშე წარდგენს ან საეკლესიო-ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისროს“ - ნათქვამია დოკუმენტში.
კორონავირუსული ინფექციის გავრცელების პირობებში საეკლესიო დაწესებულებების საქმიანობის საკოორდინაციო ჯგუფი თავის მხრივ ავრცელების განცხადებას, რომელშიც წერია „ინფექციის გავრცელების საწყის სტადიაზე ბევრმა არ აღითქვა ის, როგორც სერიოზული საფრთხე, ყურადღება არ მიაქციეს ექიმების და ეკლესიის წარმომადგენლების გაფრთხილება. ცალკეულ მონასტრებსა და ზოგიერთ ტაძარში ამან ინფიცირების დიდი რაოდენობა გამოიწვია“.
ცნობილი რუსი ბიბლიისტის და მართლმადიდებლური ქრისტიანობის მკვლევარის ანდრეი დესნიცკის აზრით, პატრიარქი _ „მკაცრი ადმინისტრატორია“. „მას შეუძლია დასჯა და უყვარს კიდევაც ამის კეთება. მის პირველ მოწოდებებს ბევრმა ყური არ ათხოვა. გამოვიდა ისე, როგორც ქვეყანაში: ხელისუფლება ჯერ მოუწოდებდა, შემდეგ მუქარაზე გადავიდა“ . ასე ხსნის მეცნიერი რუსული ეკლესიის მეთაურის ახალ განკარგულებებს. ის თვლის რომ პატრიარქის განკარგულებები მთლიანად რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაზე უნდა ვრცელდებოდეს.
დიაკონი ანდრეი კურაევი (ცნობილი რუსული ეკლესიის ხელმძღვანელობის მიმართ თვისი კრიტიკული დამოკიდებულებით) პირიქით, პატრიარქის განკარგულებებში ვერანაირ სიმკაცრეს ვერ ხედავს. ის მათ „გაუგებარს“ უწოდებს. „ზომების დაუცველობამ შეიძლება მომავალში, რაღაც სასჯელი გამოიწვიოს, თუ ოდესმე, ვინმე დაამტკიცებს რომ ინფიცირება ზუსტად ტაძარში მოხდა“. იმის მაგივრად რომ პატრიარქს კონკრეტულად განეცხადებინა „ ჩვენ ვხურავთ ტაძრებს და გაკონტროლდება არა ინფიცირების შემთხვევები, არამედ ტაძარში მრევლის არსებობის ფაქტი. განკარგულების შესრულებას ღვთისმსახურები გააკონტროლებენ და თუ ეს ფაქტი დადასტურდება ან მათი, ან პოლიციის ან თუნდაც ბლოგერების მიერ, ამას მოყვება პირადად ჩემი, პატრიარქის, მყისეული და მკაცრი რეაქცია“. სასჯელის გადატანა განუსაზღვრელ მომავალში ღვთის სასჯელის იმედათ შეიძლება - მსჯელობს კურაევი.
თანამედროვე ქრისტიანული კულტურის ალმანახის «Дары»-ის მთავარი რედაქტორი სერგეი ჩაპნინი ყურადღებას ამახვილებს, რომ პატრიარქს განკარგულების გაცემა მხოლოდ მოსკოვის ეპარქიისთვის შეუძლია, მთელი ქვეყნისთვის მხოლოდ წმინდა სინოდის განკარგულებაა ძალაში. მაგრამ მოსკოვისთვის მიღებული გადაწყვეტილებებიც უცნაურ ფორმას იღებს - ეს არის ინსტრუქციები, ანუ დოკუმენტი ხელმოწერის გარეშე, რომლის შინაარსზეც კონკრეტულად არავინ აგებს პასუხს.
ექსპერტი თვლის, რომ რუსული ეკლესიის მეთაურები მღვდლების დაშინებას ამჯობინებენ ვიდრე მათ მხარდაჭერას. „ტაძრებს არ აქვთ ფული საპატრიარქოში შენატანების გადასახდელად და თანამშრომლებისთვის ხელფასების გასაცემად. მაგრამ მხოლოდ ფსკოვის მიტროპოლიტმა ტიხონმა (შევკუნოვი) განაცხადა, რომ დროებით წყვეტს შენატანებს და მზადაა თვითონ დაეხმაროს სამღვდელოებას. ეს იმაზე მეტყველებს რომ მხოლოდ ერთი ეპისკოპოსი მიოძებნა, რომელსაც ესმის მღვდლების და მრევლის გასაჭირი“. - აღნიშნავს ჩაპნინი.
საპატრიარქოში მარჯვნიდან შეტევის ეშინიათ
ჯერ-ჯერობით ღვთისმსახურებს შორის ერთადერთი საჯაროდ დასჯილი „კოვიდ-დისიდენტი“ სახელმწიფო დუმის დეპუტატის ნატალია პოკლონსკაიას მოძღვარი და ულტრაკონსერვატორი სქიმიღუმენი სერგია.
ეკატერინბურგის მიტროპოლიამ მას პედაგოგიური საქმიანობა აუკრძალა მას შემდეგ, რაც პანდემიის დროს ტაძრების დაკეტვის ყველა მომხრე დაწყევლა და ბირიბიჯანში მათი გასახლება მოთხოვა, გააკეთ ანტისემიტური გამოსვლები და ხელისუფლება „სატანის ელექტრონული ბანაკის“ მოწყობაში დაადანაშაულა.
გამოკითხულთა უმრავლესობა იღუმენის სასჯელს მსუბუქად მიიჩნევს. „საპატრიარქოში შესაძლოა მარჯვნიდან შეტევის, ფუნდამენტალისტების შეტევების ეშინიათ. ფუნდამენტალისტები ნერვიული ხალხია, მათთვის ეს სიკვდილ -სიცოცხლის, მარადიული გადარჩენის საკითხია“ - აცხადებს ანდრეი დესნიცკი. მეორე მიზეზი ასეთი ლმობიერი სასჯელის შეიძლება იყოს მამა სერგის გამონათქვამებისგან დისტანცირების მცდელობა.
ამავე შეხედულებას ემხრობა სერგეი ჩაპნინიც, რომელიც თვლის რომ რუსულ ეკლესიას ფუნდამენტალიზმის, ერთგვარი „მაგიური ფუნდამენტალიზმის“ ახალი ტალღა ემუქრება. ექსპერტების აზრით ამ მოვლენასთან საბრძოლველად უპირველეს ყოვლისა მოძღვრების და ღვთისმეტყველთა ქმედითი კრიტიკაა საჭირო, ვიდრე ადმინისტრაციული ზომებით.
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე სააღდგომო მსახურებაზე
„მონასტერსა და ყაზარმას შორის დიდი განსხვავებაა“
პატრიარქის განკარგულებებს, წინ ეკლესიის მსახურთა ინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევების შესახებ მრავალრიცხოვანი ინფორმაცია უსწრებდა. ორშაბათს ცნობილი გახდა რომ კორონავირუსზე ეჭვით საავადმყოფოში მოხვდა ჩელიაბინსკის მიტროპოლიტი გენადი. იგივე ბედი ეწვია სვიატო-სემიონოვსკის საკათედრო ტაძრის კიდევ რამდენიმე ღვთისმსახურს, სადაც მიტროპოლიტი მსახურებდა. ამ შემთხვევების მიუხედავად, ეპარქიამ არ დახურა ტაძრები მრევლისთვის სააღდგომო ღვთისმსახურებისას. COVID-19-გან გარდაიცვალა ჟელეზნოგორსკის ეპისკოპოსი ბენიამინი, კურსკის მიტროპოლიიდან (მის შემადგენლობაში შედის ჟელეზნოგორსკის ეპარქია). მრევლის სააღდგომო მსახურებაზე მისვლა არავის შეუზღუდია. მოგვიანებით სოცქსელებში გაჩნდა ვიდეო სათაურით „კორონავირუსი მასონებმა მოიგნეს“, რომელშიც აწ გარდაცვლილი ეპისკოპოსი მსჯელობდა: „ყველაფერი რასაც ტელევიზიიდან და პრესიდან იგებთ -ეს მასონებია, რომლებიც გამიზნულად უხდიან ხალხს, ქმნიან გარკვეული ჯგუფები ეკლესიის წინააღმდეგ. მართლმადიდებლური ეკლესია - ერთადერთია მებრძოლი, ერთადერთი სადაც ჯერ კიდევ არის რაღაც წმინდა. ვერ შეძლეს მისი გატეხა და დაჩოქება“. გაირკვა, რომ სინამდვილეში ვიდეო ჩაწერილი იყო 2012 წელს და ეპისკოპოსი ბენიამინი Pussy Riot (რუსული ფემინისტური პანკ-როკ ჯგუფი) შესახებ მსჯელობდა.
კორონავირუსისგან ასევე გარდაიცვალა მოსკოვში ელოხოვის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ალექსანდრ აგეიკინი, იმავე ტაძრის პროტოდიაკონი ევგენი ტროფიმოვი და ხატწერის სახელოსნო „ალექსანდრიას“ მოძღვარი დეკანოზი ვლადიმერ ვერიგა. ელოხოვის მონასტრის ახალი მოძღვარი ეპისკოპოსი თომა ასევე ინფიცირებულია კორონავირუსით. 27 აპრილს თავი დაიწვა ტროიცა-სერგიევის ლავრის მორჩილმა დიმიტრი პელიპენკომ. რომელიც მანამდე ჰოსპიტალიზებული იყო კორონავირუსზე ეჭვით. ანდრეი კურაევის მონაცემებით ლავრაში თითქმის ყველა ინფიცირებულია. ამ ინფორმაციას ადასტურებს მოსკოვის სასულიერო აკადემიის რექტორი მიტროპოლიტი პიტირიმი (ტვოროგოვი).
კიდევ ერთი ცნობილი სერაფიმო-დინეევის (Серафимо-Дивеевский) მონასტერი ოფიციალურად დაკეტილია კარანტინზე. რეგიონის ხელმძღვანელობის მონაცემებით ამჟამად მონასტერში 76 ადამიანია კორონავირუსით ინფიცირებული. ვნების კვირაში და სააღდგომოდ მონასტერი დაკეტილი იყო მომლოცველებისათვის, მაგრამ მანამდე მსახურება ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობდა. „მონასტერში ბევრი მომლოცველი ჩამოდის დედაქალაქის რეგიონიდან, რამაც ეპიდემიის აფეთქება გამოიწვია.“ - ასე ხსნის სიტუაციას ნიჟეგოროდის გუბერნატორის გლებ ნიკიტინი.
ექსპერტები თანხმდებიან, რომ ბერების ინფიცირება არაფერზე არ მეტყველებს. “სამონასტრო ცხოვრების წესი გულისხმობს, რომ ადამიანები დახურულ სივრცეში არსებობენ და მათთვის ეკლესიში შეკრების აკრძალვა უცნაური გადაწყვეტილება იქნებოდა. ასე, რომ მონასტრები რისკის ჯგუფში არიან, მიუხედავად იმისა ყავთ თუ არა კოვიდ-დისიდენტები“. პრობლემა იმაშია, რომ რუსეთის მონასტრებში კვლავ ჩადიან მომლოცველები - მიაჩნია ანდრეი დესნიცკის.
ანდრეი კურაევი ასე აღწერს სიტუაციას მონასტრებში: „მონასტერი დახურული ტერიტორიაა, როგორც სამხედრო ნაწილი. თუ გაჩნდა დაავადება, ინფიცირდება ყველა, გავიხსენოთ თუნდაც ამერიკული ავიამზიდი ან ჩვენი ნახიმოვის სასწავლებელი. ამ მხრივ არ შეიძლება ბერების დადანაშაულება. . . . მაგრამ ყაზარმასა და მონასტერს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა: ყაზარმაში არავინ მიდის დროშის ან ამხანაგი გენერლის ჩექმების საკოცნელად. მონასტერში კი უცხო ხალხი ჩადის წმინდა ნაწილების თაყვანის საცემად, ბევრი ხელზე ეამბორება ბერებს. მონასტრებში დროზე არ იზრუნეს მომლოცველთა უსაფრთხოებაზე. სიტუაცია შეიძლება ფანარს შევადაროთ, რომელიც პეპლებს იზიდავს: ვინც ფანარი აანთო ის არის დამნაშავე პეპლების დაღუპვაში“ - თვლის დიაკვანი.
ამ ყველაფრის ფონზე მრევლმა მიმართა პატრიარქ კირილეს თხოვნით „ხელმისაწვდომი გახადონ ინფორმაცია, რომელ ტაძრებსა და მონასტრებში არიან ინფიცირებულები“. „არიან მღვდლები, რომლებიც იგნორირებას უკეთებენ თქვენს მოწოდებებს მრევლისადმი სახლში დარჩენის შესახებ. არიან ისეთები ვინც ღიად ქადაგებს, რომ ტაძარში ინფიცირება შეუძლებელია და რომ ზიარებისას თქვენი განკარგულების შესრულება (კოვზის დეზინფექცია და ა.შ.) - მართლმადიდებლური რწმენის უარყოფის ტოლფასია. არიან ეპისკოპოსები, რომლებიც მოუწოდებენ მრევლს ტაძარში მისვლას და აიძულებენ მღვდლებს მსახურების ჩატარებას ცარიელ ტაძრებში, მაშინ როცა ბევრი მათგანის დახურვა და დროებით მსახურების შეჩერება იყო შესაძებელი “ - ნათქვამია მიმართვაში.
„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.
ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...
ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.
ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.
„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...
ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.
რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.
ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.
მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.
თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.