USD 2.7136
EUR 3.0211
RUB 2.9547
Тбилиси
კორონავირუსი რუსეთის ეკლესიებსა და მონასტრებში
дата:  866

რუსეთის ეკლესიებსა და მონასტრებში COVID-19 -ით მასიური ინფიცირებაა დაფიქსირებული.  ღვთისმსახურთა და მორწუმეთა უმრავლესობა ბოლომდე ეწინააღმდეგებოდა კარანტინს და ტაძრების დახურვას.

რუსეთის მართლმადიდებული ეკლესიაში იზრდება კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი. რუსეთის ერთ-ერთი იერარქი - ჟელეზნოგორსკის და ლგოვსკის ეპისკოპოსი ბენიამინი უკვე გარდაიცვალა. ინფიცირების კერები მონასტრებშიც გაჩნდა. რუსეთის პატრიარქმა მოსკოვის ეპარქიისთვის გამოსცა განკარგულება, რომელშიც ნათქვამია, რომ ყველა ღვთისმსახური ვინც მსახურებას მრევლის მონაწილეობით გააგრძელებს,  შეიძლება საეკლესიო სასამართლოს წინაშე წარდგეს. ამასთან ერთად მორწმუნეები ხელმოწერებს აგროვებენ პეტიციაზე, სადაც ითხოვენ სტატისტიკას ინფიცირებულ ღვთისმსახურებზე და დახურულ ტაძრებსა და მონასტრებზე. მაგრამ ეკლესიის რიგებში ბევრია დისიდენტი, ვისაც ეკლესიის დახურვა უფრო დიდ საფრთხედ მიაჩნია. ვიდრე პანდემია.

ყაზანის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ვიაჩესლავ ჟებელევი (ცენტრში) სააღდგომო მსახურებისას,  ვოლგოგრადი, 18 აპრილი 2020 წ.

 საეკლესიო სასამართლო ვირუსის წინააღმდეგ

27 აპრილს პატრიარქმა კირილემ გამოსცა განკარგულება, რომელშიც მოსკოვის ეპარქიის მსახურებს ახსენებდა მათთვის „რწმუნებულ ეკლესიებსა და მონასტრებში“ კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის და  ანტიეპიდემიოლოგიური წესების დაცვის შესახებ პასუხისმგებლობას. „იმ შემთხვევაში, როცა წესების და მი­თი­თე­ბების დაუცველობა გახდება ადამიანის კორონავირუსით ინფიცირების და შემდგებ გარდაცვალების მიზეზი, დამნაშავე შეიძლება  საეკლესიო სასამართლოს წინაშე წარდგენს ან საეკლესიო-ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისროს“ - ნათქვამია დოკუმენტში.

კორონავირუსული ინფექციის გავრცელების პირობებში საეკლესიო დაწესებუ­ლებების საქმიანობის საკოორდინაციო ჯგუფი თავის მხრივ ავრცელების განცხადებას, რომელშიც წერია „ინფექციის გავრცელების საწყის სტადიაზე ბევრმა არ აღითქვა ის, როგორც სერიოზული საფრთხე,  ყურადღება არ მიაქციეს ექიმების და ეკლესიის წარმომადგენლების გაფრთხილება. ცალკეულ მონასტრებსა და ზოგიერთ ტაძარში ამან ინფიცირების დიდი რაოდენობა გამოიწვია“.

ცნობილი რუსი ბიბლიისტის და მართლმადიდებლური ქრისტიანობის მკვლევარის ანდრეი დესნიცკის აზრით, პატრიარქი _ „მკაცრი ადმინისტრატორია“. „მას შეუძლია დასჯა და უყვარს კიდევაც ამის კეთება. მის პირველ მოწოდებებს ბევრმა ყური არ ათხოვა. გამოვიდა ისე, როგორც ქვეყანაში: ხელისუფლება ჯერ მოუწოდებდა, შემდეგ მუქარაზე გადავიდა“ . ასე ხსნის მეცნიერი რუსული ეკლესიის მეთაურის ახალ განკარგულებებს. ის თვლის რომ პატრიარქის განკარგულებები მთლიანად რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაზე უნდა ვრცელდებოდეს.

 დიაკონი ანდრეი კურაევი (ცნობილი რუსული ეკლესიის ხელმძღვანელობის მიმართ თვისი კრიტიკული დამოკიდებულებით) პირიქით, პატრიარქის განკარგულებებში ვერანაირ სიმკაცრეს ვერ ხედავს. ის მათ „გაუგებარს“ უწოდებს. „ზომების დაუცველობამ შეიძლება მომავალში, რაღაც სასჯელი გამოიწვიოს, თუ ოდესმე, ვინმე დაამტკიცებს რომ ინფიცირება ზუსტად ტაძარში მოხდა“. იმის მაგივრად რომ პატრიარქს კონკრეტულად განეცხადებინა „ ჩვენ ვხურავთ ტაძრებს და გაკონტროლ­დება არა ინფიცირების შემთხვევები, არამედ ტაძარში მრევლის არსებობის ფაქტი. განკარგულების შესრულებას ღვთისმსახურები გააკონტროლებენ და თუ ეს ფაქტი დადასტურდება ან მათი, ან პოლიციის ან თუნდაც ბლოგერების მიერ, ამას მოყვება პირადად ჩემი, პატრიარქის, მყისეული და მკაცრი რეაქცია“.  სასჯელის გადატანა განუსაზღვრელ მომავალში ღვთის სასჯელის იმედათ შეიძლება - მსჯელობს კურაევი.

თანამედროვე ქრისტიანული კულტურის ალმანახის «Дары»-ის მთავარი რედაქტორი სერგეი ჩაპნინი ყურადღებას ამახვილებს, რომ პატრიარქს განკარგულების გაცემა მხოლოდ მოსკოვის ეპარქიისთვის შეუძლია, მთელი ქვეყნისთვის მხოლოდ წმინდა სინოდის განკარგულებაა ძალაში. მაგრამ მოსკოვისთვის მიღებული გადაწყვეტილებებიც უცნაურ ფორმას იღებს - ეს არის ინსტრუქციები, ანუ დოკუმენტი ხელმოწერის გარეშე, რომლის შინაარსზეც კონკრეტულად არავინ აგებს პასუხს.

ექსპერტი თვლის, რომ რუსული ეკლესიის მეთაურები მღვდლების დაშინებას ამჯობინებენ ვიდრე მათ მხარდაჭერას. „ტაძრებს არ აქვთ ფული საპატრიარქოში შენატანების გადასახდელად და თანამშრომლებისთვის ხელფასების გასაცემად. მაგრამ მხოლოდ ფსკოვის მიტროპოლიტმა ტიხონმა (შევკუნოვი) განაცხადა, რომ დროებით წყვეტს შენატანებს და მზადაა თვითონ დაეხმაროს სამღვდელოებას. ეს იმაზე მეტყველებს რომ მხოლოდ ერთი ეპისკოპოსი მიოძებნა, რომელსაც ესმის მღვდლების და მრევლის გასაჭირი“. - აღნიშნავს ჩაპნინი.

საპატრიარქოში მარჯვნიდან შეტევის ეშინიათ

ჯერ-ჯერობით ღვთისმსახურებს შორის ერთადერთი საჯაროდ დასჯილი „კოვიდ-დისიდენტი“ სახელმწიფო დუმის დეპუტატის ნატალია პოკლონსკაიას მოძღვარი და ულტრაკონსერვატორი სქიმიღუმენი სერგია.

ეკატერინბურგის მიტროპოლიამ მას პედაგოგიური საქმიანობა აუკრძალა მას შემდეგ, რაც პანდემიის დროს ტაძრების დაკეტვის ყველა მომხრე დაწყევლა და  ბირიბიჯანში მათი გასახლება მოთხოვა, გააკეთ ანტისემიტური გამოსვლები და ხელისუფლება „სატანის ელექტრონული ბანაკის“ მოწყობაში დაადანაშაულა.

გამოკითხულთა უმრავლესობა იღუმენის სასჯელს მსუბუქად მიიჩნევს. „საპატრიარქოში შესაძლოა მარჯვნიდან შეტევის, ფუნდამენტალისტების შეტევების ეშინიათ. ფუნდამენტალისტები ნერვიული ხალხია, მათთვის ეს სიკვდილ -სიცოცხლის, მარადიული გადარჩენის საკითხია“ - აცხადებს ანდრეი დესნიცკი. მეორე მიზეზი ასეთი ლმობიერი სასჯელის შეიძლება იყოს მამა სერგის გამონათქვამებისგან დისტანცირების მცდელობა.

ამავე შეხედულებას ემხრობა სერგეი ჩაპნინიც, რომელიც თვლის რომ რუსულ ეკლესიას ფუნდამენტალიზმის, ერთგვარი „მაგიური ფუნდამენტალი­ზმ­ის“ ახალი ტალღა ემუქრება. ექსპერტების აზრით ამ მოვლენასთან საბრძოლ­ველად  უპირველეს ყოვლისა მოძღვრების და ღვთისმეტ­ყველთა ქმედი­თი კრიტიკაა საჭირო, ვიდრე ადმინისტრა­ციული ზომებით.

 

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე სააღდგომო მსახურებაზე

 „მონასტერსა და ყაზარმას შორის დიდი განსხვავებაა“

პატრიარქის განკარგულებებს, წინ ეკლესიის მსახურთა  ინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევების შესახებ მრავალრიცხოვანი ინფორმაცია უსწრებდა. ორშაბათს ცნობილი გახდა რომ კორონავირუსზე ეჭვით საავადმყოფოში მოხვდა ჩელიაბინსკის მიტროპოლიტი გენადი. იგივე ბედი ეწვია სვიატო-სემიონოვსკის საკათედრო ტაძრის კიდევ რამდენიმე ღვთისმსახურს, სადაც მიტროპოლიტი  მსახურებდა. ამ შემთხვევების მიუხედავად, ეპარქიამ არ დახურა ტაძრები მრევლისთვის სააღდგომო ღვთისმსახურებისას. COVID-19-გან გარდაიცვალა ჟელეზნოგორსკის ეპისკოპოსი ბენიამინი, კურსკის მიტროპოლიიდან (მის შემადგენლობაში შედის ჟელეზნოგორსკის ეპარქია). მრევლის სააღდგომო მსახურებაზე მისვლა არავის შეუზღუდია. მოგვიანებით სოცქსელებში გაჩნდა ვიდეო სათაურით „კორონავირუსი მასონებმა მოიგნეს“, რომელშიც აწ გარდაცვლილი ეპისკოპოსი მსჯელობდა: „ყველაფერი რასაც ტელევიზიიდან და პრესიდან იგებთ -ეს მასონებია, რომლებიც გამიზნულად უხდიან ხალხს, ქმნიან გარკვეული ჯგუფები ეკლესიის წინააღმდეგ. მართლმადიდებლური ეკლესია - ერთადერთია მებრძოლი, ერთადერთი სადაც ჯერ კიდევ არის რაღაც წმინდა. ვერ შეძლეს მისი გატეხა და დაჩოქება“. გაირკვა, რომ სინამდვილეში ვიდეო ჩაწერილი იყო 2012 წელს და ეპისკოპოსი ბენიამინი Pussy Riot (რუსული ფემინისტური პანკ-როკ ჯგუფი) შესახებ მსჯელობდა.

კორონავირუსისგან ასევე გარდაიცვალა მოსკოვში ელოხოვის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ალექსანდრ აგეიკინი, იმავე ტაძრის პროტოდიაკონი ევგენი ტროფიმოვი და ხატწერის სახელოსნო „ალექსანდრიას“ მოძღვარი დეკანოზი ვლადიმერ ვერიგა. ელოხოვის მონასტრის ახალი მოძღვარი   ეპისკოპოსი თომა ასევე ინფიცირებულია კორონავირუსით. 27 აპრილს თავი დაიწვა ტროიცა-სერგიევის ლავრის მორჩილმა დიმიტრი პელიპენკომ. რომელიც მანამდე ჰოსპიტალიზებული იყო კორონავირუსზე ეჭვით. ანდრეი კურაევის მონაცემებით ლავრაში თითქმის ყველა ინფიცირებულია. ამ ინფორმაციას ადასტურებს მოსკოვის სასულიერო აკადემიის რექტორი მიტროპოლიტი პიტირიმი (ტვოროგოვი).

კიდევ ერთი ცნობილი სერაფიმო-დინეევის (Серафимо-Дивеевский)  მონასტერი ოფიციალუ­რად დაკეტილია კარანტინზე. რეგიონის ხელმძღვანელობის მონაცემებით ამჟამად მონასტერში 76 ადამიანია კორონავირუსით ინფიცირებული. ვნების კვირაში და სააღდგომოდ მონასტერი დაკეტილი იყო მომლოცველებისათვის, მაგრამ მანამდე მსახურება ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობდა. „მონასტერში ბევრი მომლოცველი ჩამოდის დედაქალაქის რეგიონიდან, რამაც ეპიდემიის აფეთქება გამოიწვია.“ - ასე ხსნის სიტუაციას ნიჟეგოროდის გუბერნატორის გლებ ნიკიტინი.

ექსპერტები თანხმდებიან, რომ ბერების ინფიცირება არაფერზე არ მეტყველებს. “სამონასტრო ცხოვრების წესი გულისხმობს, რომ ადამიანები დახურულ სივრცეში არსებობენ და მათთვის ეკლესიში შეკრების აკრძალვა უცნაური გადაწყვეტილება იქნებოდა. ასე, რომ მონასტრები რისკის ჯგუფში არიან, მიუხედავად იმისა ყავთ თუ არა კოვიდ-დისიდენტები“. პრობლემა იმაშია, რომ რუსეთის მონასტრებში კვლავ ჩადიან მომლოცველები - მიაჩნია ანდრეი დესნიცკის.

ანდრეი კურაევი ასე აღწერს სიტუაციას მონასტრებში: „მონასტერი დახურული ტერიტორიაა, როგორც სამხედრო ნაწილი. თუ გაჩნდა დაავადება, ინფიცირდება ყველა, გავიხსენოთ თუნდაც ამერიკული ავიამზიდი ან ჩვენი ნახიმოვის სასწავლებელი. ამ მხრივ არ შეიძლება ბერების დადანაშაულება. . . . მაგრამ ყაზარმასა და მონასტერს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა: ყაზარმაში არავინ მიდის დროშის ან ამხანაგი გენერლის ჩექმების საკოცნელად. მონასტერში კი უცხო ხალხი ჩადის წმინდა ნაწილების თაყვანის საცემად, ბევრი ხელზე ეამბორება ბერებს. მონასტრებში დროზე არ იზრუნეს მომლოცველთა უსაფრთხოებაზე. სიტუაცია შეიძლება ფანარს შევადაროთ, რომელიც პეპლებს იზიდავს: ვინც ფანარი აანთო ის არის დამნაშავე პეპლების დაღუპვაში“ - თვლის დიაკვანი.

ამ ყველაფრის ფონზე მრევლმა მიმართა პატრიარქ კირილეს თხოვნით „ხელმისაწვდომი გახადონ ინფორმაცია, რომელ ტაძრებსა და მონასტრებში არიან ინფიცირებულები“. „არიან მღვდლები, რომლებიც იგნორირებას უკეთებენ თქვენს მოწოდებებს მრევლისადმი სახლში დარჩენის შესახებ. არიან ისეთები ვინც ღიად ქადაგებს, რომ ტაძარში ინფიცირება შეუძლებელია და რომ ზიარებისას თქვენი განკარგულების შესრულება (კოვზის დეზინფექცია და ა.შ.) - მართლმადიდებლური რწმენის უარყოფის ტოლფასია. არიან ეპისკოპოსები, რომლებიც მოუწოდებენ მრევლს ტაძარში მისვლას და აიძულებენ მღვდლებს მსახურების ჩატარებას ცარიელ ტაძრებში, მაშინ როცა ბევრი მათგანის დახურვა და დროებით მსახურების შეჩერება იყო შესაძებელი “ - ნათქვამია მიმართვაში.

 

область
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати