USD 2.6807
EUR 3.1782
RUB 3.4683
Тбилиси
კონფერენცია "მშენებლობისა და უძრავი ქონების მომავლის ფორმირება კავკასიის რეგიონში" 25 აპრილს ექსპოჯორჯიაში გაიმართება
дата:  834

25 აპრილს, 11:00 საათზე, ექსპოჯორჯიას მე-11 პავილიონში “Caucasus Build” -ის პარალელურად, საერთაშორისო კონფერენცია „ მშენებლობისა და უძრავი ქონების მომავლის ფორმირება კავკასიის რეგიონში“ გაიმართება.
ღონისძიება მოიცავს დეველოპერული და საბროკერო სექტორის განვითარების თანამედროვე ტენდენციებსა და გამოწვევებს, როგორც საქართველოს, ისე სომხეთის წამყვანი პროფესიონალების მონაწილეობით.
კონფერენცია გაგრძელდება 15:00 საათამდე.
დასწრება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის გავლის შემდეგ – რეგისტრაციის ბმული : https://forms.gle/vNCtFiwvc6GbvEnD8

კონფერენციის განრიგი:

-უძრავი ქონების სექტორის მიმოხილვა (არსებული მდგომარეობა და პროგნოზები)

გიორგი ხიშტოვანი-მკვლევარი, ილიაუნის ასოცირებული პროფესორი

პანელი I: დეველოპერების ხედვა – უძრავი ქონების სექტორის მომავლის ფორმირება

პანელის მონაწილეები:

  • გოგა მაჭავარიანი, აღმასრულებელი დირექტორი, CitizeN
  • გიორგი გიორგაძე, მმართველი პარტნიორი, Domus
  • ბესო ორთოიძე, გენერალური დირექტორი, Arsi
  • საბა აბაშიძე, აღმასრულებელი დირექტორი, Trio Group
  • მაკო ცეცხლაძე, კომერციული დირექტორი, FK Development (Batumi Island)
  • მაია შანშიაშვილი, კომერციული დირექტორი, Tbilisi Hills
  • ლევან დიასამიძე, გენერალური დირექტორი, Ibercompany Holding
  • ვალერი გურგენაძე, კომერციული დირექტორი, ELT Group

მოდერატორი: ლევან ვეფხვაძე ( BAG აღმასრულებელი დირექტორი)

პანელი II: უძრავი ქონების გაყიდვები და მომხმარებელთა ქცევის ცვლილება – ბროკერების შეფასებები

პანელის მონაწილეები:

  • ნატო ბოჭორიშვილი, პრეზიდენტი, საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია
  • ნიკოლოზ ურუშაძე, მმართველი პარტნიორი, G.Miller International
  • ზურა ერისთავი, დამფუძნებელი, Eristavi Estates
  • ბაია ტუგულაშვილი, დამფუძნებელი, Baia’s Homes
  • ვაჟა მებაღიშვილი, დამფუძნებელი, Noble Real Estate
  • მარიამ სურგულაძე, master franchise მფლობელი, RE/MAX
  • რუსკა ჩაკვეტაძე, რეგიონალური მენეჯერი, Regus
  • რუსკა ხაზარაძე, უძრავი ქონებისა და სამშენებლო მიმართულების ხელმძღვანელი, BLC Law Office

მოდერატორი: ნატო ბოჭორიშვილი – საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი

პანელი III: სომხეთის უძრავი ქონების ბაზარი – ტენდენციები და გეგმები

პანელის მონაწილეები:

  • გურგენ გრიგორიანი, პრეზიდენტი, სომხეთის დეველოპერთა ასოციაცია
  • ჰარუტიუნ პეტროსიანი, დამფუძნებელი, Solar City CJSC
  • ტარონ ავეტისიანი, დამფუძნებელი, Just Developer LLC
  • სამველ ადიანი, დამფუძნებელი, Just Developer LLC

25 აპრილს სამშენებლო სექტორის ყველაზე დიდი გამოფენა “Caucasus Build”-ი იხსნება
გელით 25–27 აპრილს, ExpoGeorgia-ს საგამოფენო ცენტრში!

გამოფენაზე დასწრება თავისუფალია!

გამოფენის ორგანიზატორია ექსპოჯორჯია, გენერალური სპონსორი- საქართველოს ბანკი

мир
ტრამპის “მშვიდობის საბჭოს” პირველი სხდომა 19 თებერვალს გაიმართება

ამერიკის შეერთებული შტატები “მშვიდობის საბჭოს” პირველი ოფიციალური სამიტისთვის ემზადება. პრეზიდენტ ტრამპის მიერ შექმნილი ახალი საერთაშორისო ორგანიზაციის პირველ სხდომას ვაშინგტონში მდებარე, ტრამპისვე სახელობის მშვიდობის ინსტიტუტი უმასპინძლებს.

არსებული ინფორმაციით, მას წევრი ქვეყნების უდიდესი ნაწილი, 20-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი დაესწრება. მათ შორის იქნებიან საუდის არაბეთის, თურქეთის, ეგვიპტის, კატარისა და ინდონეზიის წარმომადგენლები. ასევე სომხეთისა და აზერბაიჯანის მმართველები.

როგორც ირკვევა, პირველ სამიტზე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ღაზას რეკონსტრუქციისთვის ფონდის შექმნას დააანონსებს და გამოაცხადებს, თუ როგორ დაკომპლექტდება ის “საერთაშორისო სტაბილიზაციის სამხედრო ძალა”, რომელიც ღაზას სექტორის საზღვარზე განლაგდება და უზრუნველყოფს, რომ ისრაელსა და ჰამასს შორის სამხედრო მოქმედებები აღარ განახლდეს.

ჯერჯერობით, უცნობია, ზუსტად რა რაოდენობის სამშვიდობოებს გაგზავნიან სახელმწიფოები, თუმცა ცნობილია, რომ ინდონეზიის კონტრიბუცია ამ მხრივ 8,000 ჯარისკაცი იქნება. რაც შეეხება ფინანსებს, პრეზიდენტი ტრამპი მოელის, რომ ღაზას სექტორის ხელახლა აღდგენისთვის წევრი სახელმწიფოებისაგან მილიარდობით დოლარს მოიზიდავს. შეგახსენებთ, “მშვიდობის საბჭოს” წევრობის საწევროს გადასახადი ერთ ქვეყანაზე $1 მილიარდია, თუმცა განსაზღვრული არ არის, ეს თანხა უნდა ჩაირიცხოს ერთიანად, თუ სხვადასხვა პროექტების ფარგლებში, მთელი წლის განმავლობაში. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ შტატების ლიდერი კოლეგებს ფონდში პირველადი ფინანსური კონტრიბუციის შეტანას სწორედ $1-მილიარდიანი ვალდებულების ფარგლებში სთხოვს.

რაც შეეხება ჰამასს, რომლის განიარაღებისა და ძალაუფლების ჩამორთმევის გარეშეც “მშვიდობის საბჭო” ღაზას სექტორის რეკონსტრუქციასა და ახალი ადმინისტრაციის სრულფასოვან მმართველობას ვერ უზრუნველჰყოფს, არსებული ინფორმაციით, მის ტერორისტებს საშუალება ექნებათ, სამშვიდობო ძალებს საკუთარი ნებით ჩააბარონ იარაღი და როგორც პალესტინის მშვიდობიანმა მცხოვრებლებმა, ისე განაგრძონ ცხოვრება. მათთვის, ვისაც ასეთ რეალობაში დარჩენა არ ენდომება, “მშვიდობის საბჭო” პარტნიორი ქვეყნების მეშვეობით ღაზას სექტორიდან გასვლაში დაეხმარება. შეგახსენებთ, ამჟამად ჰამასის ხელმძღვანელობის პოზიციაა, რომ ახალ ღაზაში დარჩენა და ჯარისკაცების საპოლიციო ძალებში გაწევრიანება სურთ, რათა იმ ბრძოლამ, რაც წლების განმავლობაში სექტორის დაცვისთვის გასწიეს, უკვალოდ არ ჩაიაროს. თუმცა როგორც ტრამპის ადმინისტრაცია, ისე ისრაელი ამ ფორმით ჰამასის ღაზაში დარჩენას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. სავარაუდოა, რომ შუამავალი სახელმწიფოები, რომლებიც “მშვიდობის საბჭოშიც” არიან წარმოდგენილი, 19 თებერვალს ამ საკითხზე აქტიურად იმსჯელებენ.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати