25 აპრილს, 11:00 საათზე, ექსპოჯორჯიას მე-11 პავილიონში “Caucasus Build” -ის პარალელურად, საერთაშორისო კონფერენცია „ მშენებლობისა და უძრავი ქონების მომავლის ფორმირება კავკასიის რეგიონში“ გაიმართება.
ღონისძიება მოიცავს დეველოპერული და საბროკერო სექტორის განვითარების თანამედროვე ტენდენციებსა და გამოწვევებს, როგორც საქართველოს, ისე სომხეთის წამყვანი პროფესიონალების მონაწილეობით.
კონფერენცია გაგრძელდება 15:00 საათამდე.
დასწრება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის გავლის შემდეგ – რეგისტრაციის ბმული : https://forms.gle/vNCtFiwvc6GbvEnD8
კონფერენციის განრიგი:
-უძრავი ქონების სექტორის მიმოხილვა (არსებული მდგომარეობა და პროგნოზები)
გიორგი ხიშტოვანი-მკვლევარი, ილიაუნის ასოცირებული პროფესორი
პანელი I: დეველოპერების ხედვა – უძრავი ქონების სექტორის მომავლის ფორმირება
პანელის მონაწილეები:
მოდერატორი: ლევან ვეფხვაძე ( BAG აღმასრულებელი დირექტორი)
პანელი II: უძრავი ქონების გაყიდვები და მომხმარებელთა ქცევის ცვლილება – ბროკერების შეფასებები
პანელის მონაწილეები:
მოდერატორი: ნატო ბოჭორიშვილი – საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი
პანელი III: სომხეთის უძრავი ქონების ბაზარი – ტენდენციები და გეგმები
პანელის მონაწილეები:
25 აპრილს სამშენებლო სექტორის ყველაზე დიდი გამოფენა “Caucasus Build”-ი იხსნება
გელით 25–27 აპრილს, ExpoGeorgia-ს საგამოფენო ცენტრში!
გამოფენაზე დასწრება თავისუფალია!
გამოფენის ორგანიზატორია ექსპოჯორჯია, გენერალური სპონსორი- საქართველოს ბანკი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.
„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.
„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.