USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Tbilisi
კომპანია BioNTech-ი: კორონავირუსის პანდემია უფრო მართვადი გახდება
Date:  864

გერმანული კომპანია BioNTech-ის თანადამფუძნებელმა, რომელმაც კომპანია Pfizer-თან ერთად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნა, განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემია უფრო მართვადი გახდება.

კითხვაზე, როდის დასრულდება პანდემია, კომპანია BioNTech-ის თანადამფუძნებელმა, ოზლემ ტურეჩიმ უპასუხა: "ეს რთული კითხვაა, რადგან ჩვენ ყოველდღიურად ვსწავლობთ რაღაც ახალს ვირუსის შესახებ, იმის შესახებ, თუ როგორ რეაგირებს ის ვაქცინაზე. ჩვენ გვჭირდება ეს ცოდნა, რათა ვიმსჯელოთ, თუ როდის დასრულდება პანდემია. მაგრამ რაც უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ არის ის, რომ თანდათან ახალი ნორმალურობა მკვიდრდება. ამას უკვე ვგრძნობთ. ჩვენ ვსწავლობთ, როგორ გავუმკლავდეთ ვირუსს. ბევრი ჩვენგანი უკვე ვაქცინირებულია და თავისუფლების ახალი ხარისხს იძენს. იქნება ნორმალურობა, სადაც ჩვენ შეგვიძლია უფრო თავისუფლად ვიმოქმედოთ, რადგან მოსახლეობის დიდ ნაწილს იმუნიტეტი აქვს".

ოზლემ ტურეჩის თქმით, მსოფლიოს ვირუსთან გამკლავება კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში მოუწევს.

„მომავალი გვიჩვენებს, გამოჩნდება თუ არა სხვა ვარიანტები, რომლებიც იმუნურია ამჟამინდელი ვაქცინების მიმართ და საჭიროა თუ არა მათი კორექტირება. დროთა განმავლობაში, ვირუსი გრიპის ვირუსის სტატუსს შეიძენს, რისთვისაც მოსახლეობის ზოგიერთი ჯგუფი ყოველწლიურად ან ორ წელიწადში ერთხელ აცრას ატარებს. კორონავირუსი უფრო მართვადი ვირუსი გახდება“, - განაცხადა მან.

თავის მხრივ, კომპანია BioNTech-ის კიდევ ერთმა თანადამფუძნებელმა, უგურ საჰინმა აღნიშნა, რომ თუ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში გამოჩნდება ვარიანტი და ვაქცინა მასზე ადაპტირებული უნდა იყოს, კომპანია ამის გაკეთებას

economics
III კვარტალში უცხოეთში საქართველოს რეზიდენტების ტურისტული ვიზიტები 3%-ით 412,000-მდე გაიზარდა

საქსტატმა 2025 წლის ივლის-სექტემბერში საქართველოდან უცხოეთში ტურისტული ვიზიტების სტატისტიკა გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, III კვარტალში საქართველოს რეზიდენტებმა უცხოეთში 599.7 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც წინა წელთან შედარებით 3 ათასი ვიზიტით ნაკლებია. თუმცა ანგარიშის თანახმად კლება უკავშირდება ქვეყნიდან ერთდღიანი გასვლების რაოდენობის შემცირებას (187 ათასი ვიზიტი, კლება 14 ათასი). ასეთი ვიზიტები ძირითადად სარფის საბაჟოდან თურქეთში ერთდღიანი შოპინგისთვის ხორციელდება.

საქსტატი ტურისტულ ვიზიტებს უწოდებს ისეთ გასვლებს, რომლებიც ერთ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდა. ამ ვიზიტების რაოდენობა 412,000-ს შეადგენს, რაც წლიურად 3%-ით არის გაზრდილი. მათ შორის მომატებულია საქართველოდან ევროკავშირში ვიზიტების რაოდენობაც.

ქვეყნების მიხედვით პირველ ადგილზეა თურქეთი, სადაც მესამე კვარტალში 206 ათასი ვიზიტი აღირიცხა, თუმცა ერთდღიანი ვიზიტების კლების გამო ამ ქვეყანაში გასვლები 10%-ით არის შემცირებული. მეორე ადგილზეა რუსეთი 110 ათასი ვიზიტით, რა მიმართულებითაც ვიზიტები 4%-ით არის შემცირებული. 98 ათას ვიზიტამდე გაიზარდა გასვლების რიცხვი ევროკავშირში რაც წლიურად 8%-ით არის გაზრდილი.

2025 წლის მესამე კვარტალში გამყვანი ტურიზმის სტატისტიკა

ქვეყანა ვიზიტების რაოდენობა 2025 წლის მესამე კვარტალში სხვაობა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან
თურქეთი 205.7 ათასი ვიზიტი; -10%
რუსეთი 109.7 ათასი ვიზიტი; -4%
ევროკავშირი 98.4 ათასი ვიზიტი; +8%
სომხეთი 87.6 ათასი ვიზიტი; +21%
სხვა ქვეყნები 87.0 ათასი ვიზიტი; -1%
აზერბაიჯანი 10.8 ათასი ვიზიტი; +5%

2025 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 699.9 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 3.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2024 წლის III კვარტალთან შედარებით 4.1 პროცენტით გაიზარდა და 1 167.2 ლარი შეადგინა.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way