USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
Тбилиси
კინტილისა და, აწ უკვე, აფლატოქსინის კვალდაკვალ - ვერიკო გულუა
дата:  1582
ანტიბიოტიკები და აფლატოქსინი რძეში: რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა?
 სასურსათო უსაფრთხოება ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან პირდაპირ კავშირშია ჩვენს ჯანმრთელობასთან. არც გამკვირვებია, როცა ბოლო დღეებში ჩემს ტელეფონზე მეგობრების, ნაცნობებისა და კოლეგა ჟურნალისტების ზარებმა იმატა. წლების მანძილზე გახლდით სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი და მოსახლეობის ინფორმირება ჩემი პირდაპირი მოვალეობა იყო. ყველა წამყვანი რძის მწარმოებელი კომპანიის საწარმოებში ვარ ნამყოფი, როცა სესის ინსპექტორები საწარმოს ინსპექტირებას ატარებდნენ, ან პროდუქციას ამოწმებდნენ.
________________________________________
რისკები: აფლატოქსინი და ანტიბიოტიკები
 აფლატოქსინი – მიკოტოქსინი, რომელსაც იწვევს ობის სოკო. ძალიან საშიშია. ადამიანის ორგანიზმში დიდი რაოდენობით მოხვედრა იწვევს ღვიძლის დაზიანებას და ონკოლოგიურ დაავადებებს. განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის! 
ანტიბიოტიკები – შეიძლება აღმოჩნდეს რძეში, ხორცპროდუქტებში, კვერცხში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადობა.
________________________________________
 რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა?
 ყურადღებით გაეცანით ეტიკეტს
 საეჭვო პროდუქტის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს ( 1501)
გააზრებულად აირჩიეთ პროდუქცია – ინფორმირებულობა არის თქვენი ჯანმრთელობის დაცვა! (ვწუხვარ, რომ ეს სტანდარტული რჩევა აქ ვერ გამოგადგებათ, მე მაინც ეს უნდა გირჩიოთ)
________________________________________
 კანონის მოთხოვნები და ფერმერების პასუხისმგებლობა
იმ პერიოდში, როცა “ყვარლის ბაგა” სკორეთი კვებავდა ბაგურ კვებაზე მყოფ მრპ-ს (მსხვილფეხა პირუტყვი), კანონით სკორეს საკვებად გამოყენების უფლება ჰქონდა, მაგრამ არ ჰქონდა უფლება, დაბინძურებული საკვებით ეკვება საქონელი, რომლის რძესაც ჰყიდდა. სკორეს ცხოველების საკვებად გამოყენების აკრძალვა საქართველოში 2023 წლის 1 იანვრიდან მოხდა, რაც ევროკავშირთან ჰარმონიზაციის პროცესის წყალობაა.
 მუხლი 4: მეწარმე ვალდებულია აწარმოოს მხოლოდ უვნებელი სურსათი. ეს იმას ნიშნავს, რომ “ყვარლის ბაგა” მარტო “ჩირინას” სკორეს კეთილსინდისიერების იმედად არ დარჩენილიყო და თავადაც გადაემოწმებინა ცხოველის საკვები, ამ შემთხვევაში - სკორე. როცა “სანტემ” აღმოაჩინა ანტიბიოტიკი “ყვარლის ბაღას” რძეში, სწორად მოიქცა, რომ არ მიიღო, მაგრამ, ეს არ იყო საკმარისი: მას კანონი ავალდებულებდა, დაუყონებლივ შეეტყობინებინა ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის, ეს კი საფუძველი იქნებოდა სესის მიერ “ყვარლის ბაგის” შემოწმების, რაც იმის გარანტის მოგვცემდა, რომ სკორეჭამია ძროხის რძეს ნსკლებს დალევდა მომხმარებელი.
მუხლი 22: თუ სურსათის უვნებლობის საფრთხე, ან საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, აუცილებლად უნდა აცნობოს სესს ყველა იმ მხარემ, რომელმაც აღმოაჩინა შეუსაბამობა პროდუქტში, რათა დროულად იქნეს გამოთხოვილი ბაზრიდან საეჭვო და მავნე პროდუქტი. ამ ლოგიკით, გვეცოდინებოდა, “სანტემ” რომ არ მიიღო ის რძის პარტია განადგურდა და არ მოუხმარია მოსახლეობას.
მუხლი 26: ფერმერი ვალდებულია, აცნობოს სეს-ს, თუ ცხოველთა მასობრივი დაავადება/დაცემა ხდება. “ჩირინას” სკორემ რომ “ყვარლის ბაგაში” ცხოველები მიაწვინა, ამის შესახებ თავად “ყვარლის ბაგას” უნდა ეცნობებინა სესისთვის. წესია ასეთი, კანონით განსაზღვრული, რომ ინფექციის გავრცელება არ მოხდეს. გვირილობა ჯერ არაა, რომ ვიმკითხაოთ, შეატყობინა თუ არა ბაგამ სესს, აბა, სხვანაირად ვერ ვიგებთ სიმართლეს…
________________________________________
ტერტრაციკლინი – ნებადართული მეფრინველეობაში, მაგრამ არა მეცხოველეობაში
ტერტრაციკლინის გამოყენება აკრძალულია მეცხოველეობაში, რადგან, შესაძლოა, რძეში აღმოჩნდეს და მავნე იყოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
________________________________________
 ყვარელი და სკორეს ხარისხის პრობლემა
 ყვარელში აღმოჩენილმა სკანდალმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ფერმერებს აკისრიათ პასუხისმგებლობა ცხოველების საკვების ხარისხის კონტროლზე. კანონის მიხედვით, ფერმერებმა უნდა შეამოწმონ ცხოველის საკვები, რომ რძე უსაფრთხო იყოს. “ჩირინას” კეთილსინდისიერების იმედზე რომ არ დარჩენილიყო, თავად თუ არ შეამოწმებდა, დაფიცებით იქნებოდა დარწმუნებული? ამიტომაც უნდა ჩაეტარებინა ლაბორატორიული კვლევა მაგ სკორესთვის.
 ახლა აფლატოქსინიან რძეზე
"სოფლის ნობათის” გვერდზე გამოქვეყნებული უსუსური ინფორმაცია მოწმობს, რომ კომპანიას ბევრი არაფერი აქვს დასაკვეხნი. ბავშვთა კვების ხაზი აქვს და ობის სოკოთი დაბინძურებული მარცვლეულით და თივით ნაკვები ძროხის რძე ასვა ბავშვებს, მათ შორის, ჩვილ ბავშვებს… და სკორეს ამბავი რომ არ გამსკდარიყო, კიდევ დიდხანს ასმევდა ალბათ… განტევების ვაცი გახდა, ალბათ, ბევრი ინტერესის გათვალისწინებით, რომ ნაკლებ არჩევანდარჩენილი მოსახლეობის თვალში წკინტილი (სკორეს მეგრულად წკინტილი ჰქვია) ჩამოირეცხოს "სანტემ" და კიდევ ცეცხლის ფასის დამდებ კომპანიებს გაყიდვები არ ჩაუვარდეს.
________________________________________
დასკვნა:
 მომხმარებელს აქვს უფლება, იცოდეს, რას იღებს საკვებად!
მომხმარებლებს უნდა ჰქონდეთ სრული ინფორმაცია, რათა სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ
ვისაც ევალება, ყველამ უნდა უთხრას მომხმარებელს თავისი წილი სიმართლე!
სხვათა შორის, ევროპებში ცხოველურ პროდუქტს ისიც აწერია, რითია ნაკვები ცხოველი.
мир
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати