USD 2.6978
EUR 3.1726
RUB 3.3979
Тбилиси
ხვიჩა კვარაცხელიას წლიური ხელფასი კი 1 მილიონი ევროდან 2,5 მილიონ ევრომდე გაიზრდება
дата:  3863

გამოცემა Foot Mercato იუწყება, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლისთან“ კონტრაქტს უკეთესი პირობებით გაახანგრძლივებს.

იტალიური კლუბი კვარაცხელიას კონტრაქტს ერთი წლით, 2028 წლამდე გაუხანგრძლივებს, ქართველი ფეხბურთელის წლიური ხელფასი  1 მილიონი ევროდან 2,5 მილიონ ევრომდე გაიზრდება და ბონუსებთან ერთად კვარაცხელიას წლიურმა შემოსავალმა შესაძლოა 4 მილიონი ევრო შეადგინოს.

რაც შეეხება კვარაცხელიას სხვა გუნდში  გადასვლას, „ნაპოლი“ მზად იქნება, ქართველ ფეხბურთელს 2024 წელს დაემშვიდობოს, თუ მის სანაცვლოდ სულ მცირე 100 მილიონი ევრო იქნება გადახდილი.

Тбилиси
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

более
голосование
Кстати