გამოცემა Foot Mercato იუწყება, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლისთან“ კონტრაქტს უკეთესი პირობებით გაახანგრძლივებს.
იტალიური კლუბი კვარაცხელიას კონტრაქტს ერთი წლით, 2028 წლამდე გაუხანგრძლივებს, ქართველი ფეხბურთელის წლიური ხელფასი 1 მილიონი ევროდან 2,5 მილიონ ევრომდე გაიზრდება და ბონუსებთან ერთად კვარაცხელიას წლიურმა შემოსავალმა შესაძლოა 4 მილიონი ევრო შეადგინოს.
რაც შეეხება კვარაცხელიას სხვა გუნდში გადასვლას, „ნაპოლი“ მზად იქნება, ქართველ ფეხბურთელს 2024 წელს დაემშვიდობოს, თუ მის სანაცვლოდ სულ მცირე 100 მილიონი ევრო იქნება გადახდილი.
თურქეთის პარლამენტმა ბოლო მოსმენით მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც 15 წელს მიუღწეველ მოზარდებს სოციალურ ქსელებსა და ონლაინ პლატფორმებზე რეგისტრაცია აეკრძალებათ. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
როგორც სააგენტო იუწყება, კანონი მიიღეს მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ 14 წლის მოზარდმა თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარაშის სკოლაში ცეცხლის გახსნა და ცხრა მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლა.
ახალი კანონი სოციალურ ქსელებს დაავალდებულებს ასაკის შემოწმების სისტემა დანერგონ და მშობლის კონტროლი დააწესონ, აგრეთვე ოპერატიული რეაგირება მოახდინონ იმ კონტენტზე, რომელიც სახიფათოდ იქნება მიჩნეული.
სიახლე გულისხმობს იმას, რომ ისეთმა პლატფორმებმა, როგორებიცაა YouTube, TikTok, Facebook, Instagram და ა.შ., 15 წლამდე მოზარდებს რეგისტრაცია აუკრძალონ და შექმნან მშობლის კონტროლი.