USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Tbilisi
ხოსე მუხიკა, ურუგვაის ლეგენდარული ექსპრეზიდენტი - "დიდი სიამოვნებით შეუკურთხავდი ასეთ ღორებს!"
Date:  4167
"როდესაც საერთაშორისო შეხვედრებზე ვიყავი მიწვეული ვხედავდი კარგ კოსტუმებსა და აქსესუარებში გამოწყობილ პოლიტიკოსებს ღატაკი ქვეყნებიდან; რატომღაც მრცხვენოდა მათ მაგივრად. არასოდეს მდომებია ხელი ჩამომერთვა მათთვის. თუმცა პროტოკოლი ითვალისწინებდა, მაგრამ არ მინდოდა და არ ვფარავდი ჩემ განწყობას მათ მიმართ.
დიდი სიამოვნებით შეუკურთხავდი ასეთ ღორებს, უბრალოდ პოლიტიკური ეტიკეტი მაბრკოლებს ხოლმე.
სასაცილოც იყო მათი დანახვა, როცა მათხოვრობენ ასეთი გამოპრანჭულები. შემდეგ ძვირფას მანქანებში სხდებიან მაღალი კლასის სასტუმროებში კი ღრეობას უნდებიან; ხოლო საკუთარ ქვეყანაში მშიერი მოსახლეობა ყავთ."- იხსენებს ურუგვაის ყოფილი პრეზიდენტი,  ხოსე მუხიკა, რომე;მაც 83 წლის ასაკში თავის კუთვნილ პენსიაზე განაცხადა უარი.

მუხიკა 2015 წლიდან, მას შემდეგ რაც პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა, სენატორი იყო, თუმცა 14 აგვისტოს სენატორობაზეც უარი თქვა. მიუხედავად იმისა, რომ მას შეუძლია, ყოველთვიურად აიღოს სენატორის პენსია, ამბობს, რომ ამას არ აპირებს. 

მუხიკა ამბობს, რომ „ხანგრძლივი მოგზაურობით“ დაიღალა, სენატორობის ვადა 2020 წლამდე ჰქონდა, თუმცა იქამდე დატოვა თანამდებობა და განმარტავს, რომ ამ პენსიას არ იმსახურებს. 

ის 1935 წლის 20 მა­ისს მონ­ტე­ვი­დე­ო­ში და­ი­ბა­და. 2005 წელს მუ­ხი­კამ სე­ნატ­ში თა­ვის კო­ლე­გა­სა და სა­ხალ­ხო მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ის­ტო­რი­ულ ლი­დერ ლუსი ტო­პო­ლანსკი­ზე იქორ­წი­ნა. 2005-დან 2008 წლამ­დე მუ­ხი­კა ურუგ­ვა­ის სა­სა­ქონ­ლე მე­ურ­ნე­ო­ბის, მი­წათ­მოქ­მე­დე­ბი­სა და მე­თევ­ზე­ო­ბის მი­ნის­ტრი იყო, შემ­დეგ - სე­ნა­ტო­რი. ხოსე მუხიკამ 2009 წლის 29 ნოემბერს დაამარცხა თავისი მუდმივი კონკურენტი და 2010-2015 წლებში ურუგვაის პრეზიდენტი იყო.

2010 წელს პრე­ზი­დენ­ტის ქო­ნე­ბა წარ­მო­ად­გენ­და 1987 წელს გა­მოშ­ვე­ბულ 1800 დო­ლა­რად შეფასებულ „ფოლკს­ვა­ვენ“ გოლფს.

ამ წელს მუ­ხი­კამ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში მე­უღ­ლის ქო­ნე­ბის ნა­ხე­ვა­რი შე­ი­ტა­ნა - ეს არის მიწა, რამ­დე­ნი­მე ტრაქ­ტო­რი და სახ­ლი. შე­დე­გად მისი ქო­ნე­ბა 215 ათა­სი დო­ლა­რით გა­ი­ზარ­და.

მუხიკას უწოდებენ „მსოფლიოს ყველაზე ღარიბ პრეზიდენტს“. ის საკუთარი ხელფასის 90%-ს, 12 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ყოველთვიურად რიცხავდა საქველმოქმედო მიზნებისათვის და იტოვებდა მხოლოდ მინიმალურ თანხას ყოველდღიური საჭიროებისათვის. მან უარი თქვა პრეზიდენტის რეზიდენციაზე და ცხოვრობდა მეუღლის კუთვნილ პატარა ფერმაში. ის დღემდე ფერმაში ცხოვრობს და მიწას თავად ამუშავებს. 

ხოსე მუხიკა, ურუგვაის ლეგენდარული ექსპრეზიდენტი
World
პესკოვი: ირანის ლიდერების მკვლელობებს "მძიმე შედეგები“ ექნება

ირანის ლიდერების მკვლელობები ამერიკა-ისრაელის ოპერაციის დროს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მსგავსი სიტუაციები ნორმად არ გადაიქცევა.

„ეს მართლაც ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ნორმა არ გახდება. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმა. ამას მომავალშიც ექნება ძალიან ღრმა შედეგები, — განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე Axios წერდა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის დანიშვნის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯაროდ. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურისა და ანალიტიკოსების მხრიდან.

Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავდა, რომ აშშ-სა და ისრაელს აქვთ ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი კვლავ ცოცხალია. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ იგი დაღუპულია ან სრულად ქმედუუნაროა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way