ხმაურია ამ წუთებში მარნეულში, სადც მოსახლეობა აქციას მართავს. სოფელ იმირის კასუმლოს და აღმამედლოს მოსახლეობა ხელისუფლებას სოფლის მეურნეობის პროდუქტის რეალიზაციაში დახმარებას თხოვს. მათი თქმით, მოსახლეობამ ადგილობრივი ხელისუფლებისგან მიიღო დაპირება, რომ მათ პროფუქტების რეალიზაციაში დაეხმარებიდნენ, თუმცა ამ დრომდე დაპირება არ სრულდება.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, რომელიც ცდილობს აქციის მონაწილეები გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარზე გადაიყვანოს.
მოსახლეობა ამბობს, რომ პროდუქციის რეალიზებას ვერ ახერხებს. ამიტომ რამდენიმე მათგანმა ხილ-ბისტნეული გზის სავალ ნაწილზე დაყარა.
"სად არის მთავრობა, ბანკიდან 40 000 ლარი მაქვს გამოტანილი, პროდუქტი გვიფუჭდება"- აცხადებს ერთ-ერთი აქციის მონაწილე.
მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს, რადგან კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო სოფლის მეურნეობის ნაწრმს ვერ ყიდიან და უფუჭდებათ. “რადიო მარნეულის” ინფორმაციით, აქციას მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებიდან არაფლოდან და არმამედლოდან ჩამოსული ხალხიც შეურთდება.
როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, მარნეულში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის გამო სოფლის მეურნეობის პროდუქტებს, ამ შემთხვევაში კი კიტრს, მოსახლოება ვერ ყიდის. მათ პროტესტის ნიშნად კიტრი გზაზე დაყარეს.
“მოყვანილ კიტრს ვერ ვყიდით და გარაჟში გვწყვია. რა გავაკეთოთ?!”- ამბობს აქციის მონაწილე.
აქციის კიდევ ერთი მონაწილე აცხადებს, რომ სახლში 5 ტონა კიტრი აქვს, რომელსაც ვერ ყიდის:
“ოთხი დღეა კიტრი სახლში მაქვს. მისი გაყიდვა მინდა. მერიაში გვეუბნებიან, რომ მანქანა მოვა, თუმცა ჯერ არაფერი არ მოსულა.”