USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
ხმაურიანი პროტესტი მარნეულში - მოყვანილ კიტრს ვერ ვყიდით და გარაჟში გვწყვია. რა გავაკეთოთ
Date:  1368

ხმაურია ამ წუთებში მარნეულში, სადც მოსახლეობა აქციას მართავს. სოფელ იმირის კასუმლოს და აღმამედლოს მოსახლეობა ხელისუფლებას სოფლის მეურნეობის პროდუქტის რეალიზაციაში დახმარებას თხოვს. მათი თქმით, მოსახლეობამ ადგილობრივი ხელისუფლებისგან მიიღო დაპირება, რომ მათ პროფუქტების რეალიზაციაში დაეხმარებიდნენ, თუმცა ამ დრომდე დაპირება არ სრულდება.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, რომელიც ცდილობს აქციის მონაწილეები გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარზე გადაიყვანოს.

მოსახლეობა ამბობს, რომ პროდუქციის რეალიზებას ვერ ახერხებს. ამიტომ რამდენიმე მათგანმა ხილ-ბისტნეული გზის სავალ ნაწილზე დაყარა.

"სად არის მთავრობა, ბანკიდან 40 000 ლარი მაქვს გამოტანილი, პროდუქტი გვიფუჭდება"- აცხადებს ერთ-ერთი აქციის მონაწილე.

მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს, რადგან კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო სოფლის მეურნეობის ნაწრმს ვერ ყიდიან და უფუჭდებათ. “რადიო მარნეულის” ინფორმაციით, აქციას მუნიციპალიტეტის სხვადასხვა  სოფლებიდან არაფლოდან და არმამედლოდან ჩამოსული ხალხიც შეურთდება.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, მარნეულში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის გამო სოფლის მეურნეობის პროდუქტებს, ამ შემთხვევაში კი კიტრს, მოსახლოება ვერ ყიდის. მათ პროტესტის ნიშნად კიტრი გზაზე დაყარეს.

“მოყვანილ კიტრს ვერ ვყიდით და გარაჟში გვწყვია. რა გავაკეთოთ?!”- ამბობს აქციის მონაწილე.

აქციის კიდევ ერთი მონაწილე აცხადებს, რომ სახლში 5 ტონა კიტრი აქვს, რომელსაც ვერ ყიდის:

“ოთხი დღეა კიტრი სახლში მაქვს. მისი გაყიდვა მინდა. მერიაში გვეუბნებიან, რომ მანქანა მოვა, თუმცა ჯერ არაფერი არ მოსულა.”

tbilisi
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way