ჩვენ ეს შევძელით! თქვენ ამისთვის ჩაატარეთ კამპანია, იბრძოლეთ ამისთვის, მიეცით ხმა და ახლა მოვიდა. ცვლილება ახლა იწყება, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს “ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, კეირ სტარმერმა არჩევნების შედეგებზე კომენტირებისას განაცხადა.
„ოთხწელიწადნახევრიანი მუშაობა პარტიის შეცვლაზე. შეცვლილი ლეიბორისტული პარტია, რომელიც მზად არის ემსახუროს ჩვენს ქვეყანას, მზადაა დააბრუნოს ბრიტანეთი მშრომელი ხალხის სამსახურში“, - აღნიშნა კეირ სტარმერმა.
შეგახსენებთ, ეგზიტპოლის თანახმად, დიდი ბრიტანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში "ლეიბორისტული პარტია" ლიდერობს და თემთა პალატაში 410 მანდატი მიიღო. მიმდინარეობს ხმების დათვლა. The Guardian-ის ინფორმაციით, "ლეიბორისტებმა", ჯერჯერობით, თემთა პალატაში 326 მანდატი მოიპოვეს.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.