USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Tbilisi
კეირ სტარმერი - ჩვენ ეს შევძელით! ცვლილება იწყება - „ლეიბორისტული პარტია“ მზადაა, ბრიტანეთი მშრომელი ხალხის სამსახურში დააბრუნოს
Date:  

ჩვენ ეს შევძელით! თქვენ ამისთვის ჩაატარეთ კამპანია, იბრძოლეთ ამისთვის, მიეცით ხმა და ახლა მოვიდა. ცვლილება ახლა იწყება, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს “ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, კეირ სტარმერმა არჩევნების შედეგებზე კომენტირებისას განაცხადა.

„ოთხწელიწადნახევრიანი მუშაობა პარტიის შეცვლაზე. შეცვლილი ლეიბორისტული პარტია, რომელიც მზად არის ემსახუროს ჩვენს ქვეყანას, მზადაა დააბრუნოს ბრიტანეთი მშრომელი ხალხის სამსახურში“, - აღნიშნა კეირ სტარმერმა.

შეგახსენებთ, ეგზიტპოლის თანახმად, დიდი ბრიტანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში "ლეიბორისტული პარტია" ლიდერობს და თემთა პალატაში 410 მანდატი მიიღო. მიმდინარეობს ხმების დათვლა. The Guardian-ის ინფორმაციით, "ლეიბორისტებმა", ჯერჯერობით, თემთა პალატაში 326 მანდატი მოიპოვეს.

society
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way