USD 2.7523
EUR 3.1274
RUB 3.3392
Tbilisi
კარასინი: კობახიძის განცხადება აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით „ბოროტისგან“ არის შთაგონებული... მისთვის ეხლა მთავარი უნდა იყოს „აგენტების შესახებ“ კანონის მიღება
Date:  613

ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვებზე, რომ 2030 წლისთვის საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი უნდა გახდეს და ქართველი ხალხი თავის აფხაზ და ოს ძმებთან ერთად იცხოვრებს ერთი ქვეყანშია. რუსმა პოლიტიკოსმა ირაკლი კობახიძის სიტყვებს „ბოროტისგან მსჯელობა“ უწოდა.

კარასინმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერისთვის ახლა მთავარია მიაღწიოს „აგენტების შესახებ“ კანონის მიღებას.

„ვერავინ აუკრძალავს სპეკულაციას, თუ როგორ იცხოვრებს საქართველო 2030 წელს. მათ სურთ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთ სახელმწიფოში ცხოვრება, ან შესაძლოა სხვა სახელმწიფოებთან - ეს მხოლოდ სპეკულაციაა. ახლა საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის მთავარია, რომ კანონით მონიშნოს ის ადამიანები, რომლებიც უცხო სახელმწიფოების დაკვეთით არიან პოლიტიკასა და საინფორმაციო საქმიანობაში“, - მიიჩნევს სენატორი.

„ჩვენ აქედან უნდა ვიმოქმედოთ. დანარჩენი ბოროტისგან მსჯელობაა“, - დასძინა კარასინმა.

მან აღნიშნა, რომ პოლიტიკოსებს აქვთ მსჯელობის უფლება და პრემიერ კობახიძესაც აქვს ასეთი უფლება.

„ამ საკმაოდ რთულ ვითარებაში ავღნიშნავ, რომ მას უწევს ბრძოლა სალომე ზურაბიშვილთან, რომელიც აშკარად, გასაგები მიზეზების გამო, იკავებს დასავლური უმცირესობის და, უფრო კონკრეტულად, ევროკავშირის და სხვათა პოზიციას, რათა დაამარცხონ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება“, - განაცხადა ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელმა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ გალა ღონისძიებაზე გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „აღთქმული მიწა“ ანუ ქართული ოცნება არის ერთიანი, ძლიერი საქართველო აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად.

წყარო: https://www.ekhokavkaza.com/

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way