ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვებზე, რომ 2030 წლისთვის საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი უნდა გახდეს და ქართველი ხალხი თავის აფხაზ და ოს ძმებთან ერთად იცხოვრებს ერთი ქვეყანშია. რუსმა პოლიტიკოსმა ირაკლი კობახიძის სიტყვებს „ბოროტისგან მსჯელობა“ უწოდა.
კარასინმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერისთვის ახლა მთავარია მიაღწიოს „აგენტების შესახებ“ კანონის მიღებას.
„ვერავინ აუკრძალავს სპეკულაციას, თუ როგორ იცხოვრებს საქართველო 2030 წელს. მათ სურთ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთ სახელმწიფოში ცხოვრება, ან შესაძლოა სხვა სახელმწიფოებთან - ეს მხოლოდ სპეკულაციაა. ახლა საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის მთავარია, რომ კანონით მონიშნოს ის ადამიანები, რომლებიც უცხო სახელმწიფოების დაკვეთით არიან პოლიტიკასა და საინფორმაციო საქმიანობაში“, - მიიჩნევს სენატორი.
„ჩვენ აქედან უნდა ვიმოქმედოთ. დანარჩენი ბოროტისგან მსჯელობაა“, - დასძინა კარასინმა.
მან აღნიშნა, რომ პოლიტიკოსებს აქვთ მსჯელობის უფლება და პრემიერ კობახიძესაც აქვს ასეთი უფლება.
„ამ საკმაოდ რთულ ვითარებაში ავღნიშნავ, რომ მას უწევს ბრძოლა სალომე ზურაბიშვილთან, რომელიც აშკარად, გასაგები მიზეზების გამო, იკავებს დასავლური უმცირესობის და, უფრო კონკრეტულად, ევროკავშირის და სხვათა პოზიციას, რათა დაამარცხონ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება“, - განაცხადა ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელმა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ გალა ღონისძიებაზე გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „აღთქმული მიწა“ ანუ ქართული ოცნება არის ერთიანი, ძლიერი საქართველო აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად.
წყარო: https://www.ekhokavkaza.com/
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/