USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
კახეთში ხორბლის აღება დასასრულს უახლოვდება
თარიღი:  

კახეთში ხორბლის აღება დასასრულს უახლოვდება. სასაწყობე მეურნეობებში მარცვლეულის ჩაბარებისა და აღების პროცესს შირაქის ველზე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, კახეთის გუბერნატორთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

თენგიზ ნასარიძის შეფასებით, რეგიონში ალოობა ტექნიკური პრობლემებისა და შეფერხებების გარეშე წარმატებით მიმდინარეობს.

დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტში ფერმერების დიდმა ნაწილმა მოსავალი უკვე დააბინავა. 1 კგ მარცვლეულის ფასი 45- დან 60 თეთრამდე მერყეობს.

უამინდობის გამო გასულ წელთან შედარებით მეხორბლეები დაბალ მოსავლიანობაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ ტექნიკა საკმარისია და რეალიზაციის პრობლემა ამ ეტაპზე არ აქვთ.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის