USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
კახა ლაბუჩიძემ იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე შეხვედრა გამართა
თარიღი:  

თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორს, ზურაბ უტიაშვილს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში, კახა ლაბუჩიძემ და ზურაბ უტიაშვილმა იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს და ისნის რაიონის სამაჟორიტაროში შესული კორესპონდენციები განიხილეს.

ამასთან, შეხვედრაზე თბილისში, ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩაზე მიმდინარე მასშტაბურ მშენებლობაზეც ისაუბრეს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით ხორციელდება.

ზურაბ უტიაშვილმა მაჟორიტარ დეპუტატს სააგენტოში არსებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საცხოვრებელ კომპლექსში, რომლის მშენებლობაც 2025 წლის ბოლომდე დასრულდება, 2400 დევნილი ოჯახი თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ბინებს მიიღებს.

კახა ლაბუჩიძემ და ზურაბ უტიაშვილმა შეხვედრაზე ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის