USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Тбилиси
კახა კუჭავა - პრეზიდენტს უფლებაც არ აქვს დემარში განახორციელოს საკონსტიტუციო ორგანოს წინააღმდეგ
дата:  500

ისიც კი მოვისმინე, რომ პრეზიდენტის მხრიდან დემარში იყოო. როგორ შეიძლება პრეზიდენტს ჰქონდეს დემარში მისივე დანიშნული კანდიდატის მიმართ? - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ცალკეული პირების მხრიდან გაკეთებულ შეფასებას, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში, მისი მხრიდან წარდგენილი მოსამართლის, გიორგი თევდორაშვილის მიერ ფიცის დადების ცერემონიას მმართველი გუნდისადმი პროტესტის ნიშნად არ დაესწრო.

მისი თქმით, პრეზიდენტსა და მმართველ ძალას შორის შესაძლო კონფლიქტზე საუბარი აზრს მოკლებულია.

„მან, პრეზიდენტმა, წარმოადგინა ეს კანდიდატი. პარლამენტმა მხარი დაუჭირა. ეს მისი კანდიდატის არჩევა იყო. თუ იმის ეჭვი გაქვთ, რომ მას შეიძლება რაიმე წყენა ჰქონდეს, სჯობს მას ჰკითხოთ. არანაირი კონფლიქტი არ არსებობს, პრეზიდენტს უფლებაც არ აქვს დემარში განახორციელოს საკონსტიტუციო ორგანოს წინააღმდეგ.

ეს რომ პარტიული ღონისძიება იყოს, ზოგს მართლაც გაუჩნდებოდა ეჭვი, ხომ არ არის ეს დემარში ან კონფლიქტის მიზეზი. ეს არის საკონსტიტუციო სასამართლო, ეს არ არის პარტიული ორგანო და ორგანიზაცია, რომლის წინააღმდეგაც შეიძლება მართლაც დემარში განახორციელონ.

მან, ქალბატონმა პრეზიდენტმა, ალბათ, ვერ შეძლო ჩამოსვლა. მე ნამდვილად ვერ გეტყვით ამის მიზეზს, ეს მას უნდა ჰკითხოთ“, - განაცხადა კუჭავამ.

область
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати