USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
კახა კალაძის ინფორმაციით, სამგზავრო აბონემენტები საბანკო ბარათს მიებმება და მგზავრს აღარ მოუწევს ცალკე სამგზავრო ბარათის ტარება
Date:  847

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უკვე მაისიდან სამგზავრო აბონემენტები საბანკო ბარათს მიებმება და მგზავრს ცალკე სამგზავრო ბარათის ტარება აღარ მოუწევს. ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„საზოგადოებას შევახსენებ, როდესაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში დავნერგეთ ვადიანი აბონემენტების სისტემა მაშინვე გავაკეთეთ განცხადება, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლებელი იქნებოდა ამ ვადიანი აბონემენტების საბანკო ბარათებზე მიბმა. მინდა, ინფორმაციის სახით მოგაწოდოთ, დღეის მდგომარეობით სხვადასხვა კატეგორიების 55 000-მდე აბონემენტია გაყიდული, ეს პროცესი გრძელდება, რაც ძალიან კარგი და მისალმებელია. რაც შეეხება თვითონ აბონემენტების მიბმას საბანკო ბარათზე, ამაზე ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე მუშაობდა და უკვე მაისისთვის შესაძლებელი იქნება ამ პროექტის განხორციელება და პროგრამის ჩაშვება. აბონემენტები შესაძლებელი იქნება მიებას საბანკო ბარათს და მგზავრს აღარ მოუწიოს ცალკე სამგზავრო ბარათის ტარება, შესაძლებლობა ექნება მის საბანკო ბარათზე ჩაირთოს ნებისმიერი ვადიანი აბონემენტის პროგრამა, რაც ძალიან კარგია.

რა თქმა უნდა, დამატებით კიდევ მოგაწვდით ინფორმაციას, რომ იცოდეთ, ზუსტად თუ როდიდან იქნება ამ პროგრამის ამოქმედების შესაძლებლობა“, - განაცხადა კალაძემ.

World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way