USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
თბილისი
კახა კალაძე: მარტივი არჩევანი არის გასაკეთებელი - ერთ მხარეს არის მშვიდობა, სიმშვიდე, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და მეორე მხარეს კი აგენტურა, მოღალატეები, ქვეყნის მტრები და მოძალადეები
თარიღი:  1007

პარტია “ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ძალიან რთული არჩევნები იქნება.

მისივე თქმით, მაქსიმალური მობილიზაცია, ყურადღება არის საჭირო იმისთვის, რომ არჩევნები მაღალ დონეზე ჩატარდეს.

გარდა ამისა, კალაძე განმარტებით, აშშ-საპრეზიდენტო კანდიდატზე, დონალდ ტრამპზე თავდასხმა “ძალიან მძიმე ფაქტია”.

„რაც შეეხება აშშ-საპრეზიდენტო კანდიდატზე, დონალდ ტრამპზე თავდასხმა სრული კატასტროფაა, რაც ვიხილეთ. საარჩევნო კამპანიის დროს მცდელობა იყო პრეზიდენტობის კანდიდატის და ყოფილი პრეზიდენტის ლიკვიდაციის. საოცრებაა, ძალიან მძიმე ფაქტია.

რაც შეეხება ჩვენს არჩევნებს, ძალიან რთული არჩევნები იქნება იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით რა ძალასთან გვაქვს საქმე, ვინ არიან ეს ადამიანები და რას წარმოადგენენ. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ყველა სიბინძურე და ბოროტება შეიძლება იკადრონ. ასევე, ყველაფერზე წამსვლელები არიან. ამიტომ მაქსიმალური მობილიზაცია, ყურადღება არის საჭირო იმისთვის, რომ არჩევნები მაღალ დონეზე ჩატარდეს”, - განაცხადა კალაძემ.

ამასთან, “ქართული ოცნების” გენერალური მდივნის თქმით, საზოგადოებას დღეს ძალიან მარტივი არჩევანია აქვს გასაკეთებელი - ერთ მხარეს არის მშვიდობა, სიმშვიდე, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და მეორე მხარეს არის აგენტურა, მოღალატეები, ქვეყნის მტრები.

“ძალიან მარტივად შეიძლება ანალიზი, დღეს რა ვითარებაა? - ქვეყანაში გვყავს მოღალატეები, აგენტურა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რომელიც იმართება უცხო ძალებისგან, პირდაპირ რასაც ავალებენ - ქვეყნის საწინააღმდეგოც, რომ იყოს საერთოდ პრობლემა არ აქვთ, ყველაფრის გამკეთებლები და შემსრულებლები არიან. ეს ადამიანები არიან მომხრე იმისი, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი იყოს. ჩვენ ხომ გვახსოვს ეს განცხადებები არასამთავრობო სექტორის მხრიდან, რომ გვეუბნებოდნენ, რომ “გვირჩევნია პრემიერ-მინისტრის განცხადების მოსმენას, ქვეყანაში ბომბები ცვიოდესო”. წარმოიდგინე, რა ტიპის და რა მსოფლმხედველობის ადამიანებთან გვაქვს საქმე. შესაბამისად, საზოგადოება, ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი გააკეთებს სწორ არჩევანს. ერთ მხარეს არის მკვლელები, მოძალადეები, ბოროტები - თუ კი რაიმე სიბინძურე შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს ყველაფრის მკადრებლები არიან. ეს უბრალოდ ვირტუალობა არ არის, ეს გაკეთებული აქვთ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ ამას აკეთებდნენ. დღეს ოპოზიციაში იმავეს იმეორებენ და აკეთებენ. საზოგადოებას აჩვენებენ, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია, ამიტომ დღეს ყველაზე მარტივი არის გასაკეთებელი არჩევანი. ორი არჩევანი გვაქვს: ერთ მხარეს არის მშვიდობა, სიმშვიდე, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, აღმშენებლობა, განვითარება და მეორე მხარეს არის აგენტურა, მოღალატეები, ქვეყნის მტრები, ბოროტები, მოძალადეები”, - აღნიშნა კალაძემ.

მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის