USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
Tbilisi
კახა კალაძე კამალა ჰარისის წერილზე - ჩვენც შეშფოთებული, აღშფოთებული ვართ იმ ფაქტებით, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობს სიცრუის კამპანია
Date:  982

ჩვენც შეშფოთებული, აღშფოთებული ვართ იმ ფაქტებით, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობს სიცრუის კამპანია - ეს არის ჩვეულებრივი ცრუ კამპანია იმიტომ, რომ ვერანაირი არგუმენტი ვერ წარმოადგინეს რატომ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს ცუდი - ვფიქრობ გამოიძებნება ბევრი ისეთი ადამიანი, ვინც შეაფასებს რეალურ მდგომარეობას, თუნდაც გამჭვირვალობის შესახებ კანონს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის კამალა ჰარისის მიერ სალომე ზურაბიშვილისთვის გაგზავნილ წერილს გამოეხმაურა.

კალაძის განცხადებით, არგუმენტები არ ყოფილა წარმოდგენილი იმასთან დაკავშირებით თუ რატომ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ევროპულ ღირებულებებს გამჭვირვალობის შესახებ კანონი.

„ჩვენც შეშფოთებული, აღშფოთებული ვართ იმ ფაქტებით, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობს სიცრუის კამპანია. შემიძლია პირდაპირ პარალელები გავავლო იგივე სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, თუ რა სიცრუისა და ბოროტების კამპანია მიმდინარეობდა ქვეყნის წინააღმდეგ. დღესაც იგივეა. ეს არის ჩვეულებრივი ცრუ კამპანია იმიტომ, რომ ვერანაირი არგუმენტი ვერ წარმოადგინეს რატომ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს ცუდი ან რატომ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ევროპულ ღირებულებებს, ევროპულ მომავალს. დამერწმუნეთ ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელიც ყველაფერს გააკეთებს ევროინტეგრაციის გზაზე.

ჩვენთვის არსებობს პრინციპები, რომელთა გადახვევასაც არ ვაპირებთ და ეს არის ქვეყნის ინტერესი, მისი ხვალინდელი დღე. არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ იგივე მდგომარეობა იყოს ქვეყანაში, რაც სამწუხაროდ, ხდება დღეს უკრაინაში. გამოვლილი გვაქვს ეს ყველაფერი და ვიცით, რამხელა უბედურების მომტანია ომი. არ გვინდა, რომ სხვა ქვეყნის ინტერესების გამო ამ ყველაფერს ჩვენი ქვეყანა შეეწიროს, მისი ინტერესები იყოს ფეხქვეშ გათელილი.

ჩვენ ვართ კარგი მეგობარი ქვეყანა, პარტნიორებიც. ეს მხოლოდ სიტყვებით არ შემოიფარგლება. დღესაც მზად ვართ, მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვის, პარტნიორობისთვის. მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი“,- განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, კახა კალაძე გამოეხმაურა მოსალოდნელ სანქციებსაც და აღნიშნა, რომ ეს არის „ჩვეულებრივი მუქარა და შანტაჟი“.

„გაიხსენეთ რა განცხადებები კეთდებოდა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, პირდაპირ პარალელს ავლებდნენ, რომ თუ [მიხეილ] სააკაშვილი, კრიმინალი, რომელიც დამნაშავეა კონკრეტულ საქმეებში არ იქნებოდა გამოშვებული, ქვეყანა ვერ მიიღებდა კანდიდატის სტატუსს. ხალხი ხვდება ყველაფერს თუ რისთვის ხდება აღნიშნული განცხადებების გაკეთება, რატომ იყენებენ იგივე მოლაპარაკებების გახსნას, ვიზალიბერალიზაციას, კანდიდატის სტატუსს ქვეყნის წინააღმდეგ. იმიტომ, რომ მათ უნდათ ხელისუფლება შეცვალონ. უნდათ, თავიანთი აგენტურა მოიყვანონ ხელისუფლებაში და ქვეყანა ჩააყენონ უმძიმეს საომარ მდგომარეობაში. ეს მათი სურვილია და ჩვენ სულელები ხომ არ ვართ?! გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო. ვფიქრობ გამოიძებნება ბევრი ისეთი ადამიანი, ვინც შეაფასებს რეალურ მდგომარეობას, თუნდაც აღნიშნულ კანონს. თუ საფრანგეთისათვის, ამერიკისთვის, ისრაელისთვის, კანადისთვის მისაღებია აღნიშნული კანონი, თუ ევროკავშირშია დაინიცირებული, როგორ შეიძლება ეს ჩვენთვის იყოს პრობლემა და ეწინააღმდეგებოდეს ევროპულ ღირებულებებს. გამოდის, რომ მაშინ სხვა რაღაცაშია საქმე და სხვა ინტერესებია. ვიცით რა ინტერესებია ეს და რისკენაც არის მიმართული. არ გვინდა ეს ყველაფერი და გვინდა მშვიდობა ამ ქვეყანაში“,- აღნიშნა კალაძემ.

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი სალომე ზურაბიშვილს წერილს უგზავნის.

„პრეზიდენტი ბაიდენი და მე დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. პარლამენტის მიერ „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს დემოკრატიას და ძირი გამოუთხაროს საქართველოს ურთიერთობას შეერთებულ შტატებსა და ევროპასთან", - ნათქვამია წერილში.

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way