USD 2.6760
EUR 2.8713
RUB 2.9096
Tbilisi
კახა კალაძე- საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში განაახლებს
Date:  561

კახა კალაძემ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ადღგენის სავარაუდო დრო დაასახელა. თბილისის მერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტრანსპორტი მუშაობას, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში განაახლებს.

კახა კალაძემ სიცრუე უწოდა ინფორმაციას, რომ ეს შეზღუდვა თითქოს 15 ივლისამდე იმოქმედებს.

„ეს არის ცრუ ინფორმაცია. სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში მოხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა... დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც პირადად მე დავსვი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების საკითხი, რადგან ძალიან დიდი მოთხოვნა საზოგადოებაში. ველოდებით მითითებებს, ჯერ არანაირი მითითება არ არის ჩვენთან შემოსული. თუ როგორ უნდა იყოს წესები საზოგადოებრივ ტრანსპორტის მუშაობის დროს, ხალხმა როგორი წესებით უნდა ისარგებლოს ავტობუსით, მეტროთი, მიკროავტობუსით მგზავრობის დროს და ა.შ. ჩვენ გვაქვს სრული მზადყოფნა, როგორც ამას წინა დღეების განმავლობაში ვლაპარკობდი. მე კარგად მესმის არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომაროება, კარგად მესის სიფრთხილე, თუმცა როცა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, დედაქალაქის მერია, შესაბამისი სამსახურები სრულ მზადყოფნაში არიან იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოემსახუროს ქალაქის მოსახლეობას. მზად ვართ იმისთვის, რომ ახლა ვუთხრათ შესაბამის სამსახურს, მძღოლები დასხდებიან და გამოვლენ, მოემსახურებიან თბილისის მოსახლეობას”

რაც შეეხება დამატებითი რესურსის არსებობის შესახებ შეკითხვას, თბილისის მერის განმარტებით, ეს რესურსი არის.

„ჩვენ დაახლოებით 700-მდე ავტობუსი გვყავს. აქედან 500 გასულია და ცხოვრების ნორმალურ პირობებში ემსახურება მოსახლეობას და თუ ამის საჭიროება იქნება, სათადარიგო ავტობუსებიც დაემატება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

sport
საქართველოს ძიუდოისტთა შერეული ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე კონტინენტის პირველობის დასკვნით დღეს შერეული გუნდური ჩემპიონატი მოეწყო. საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები - ლაშა ბექაურის, გურამ თუშიშვილის, ლაშა შავდათუაშვილის, ეთერ ლიპარტელიანის, სოფიო სომხიშვილისა და მარიამ ჭანტურია შემადგენლობით - ფინალში საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდა, შეხვედრა ანგარიშით 0 : 4 დათმო და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ფინალამდე ქართველმა ძიუდოისტებმა იტალიას ანგარიშით 4:3, ხოლო ხორვატიას ანგარიშით 4:1 სძლიეს.
ევროპის ჩემპიონატის გუნდურ ტურნირს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way