USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
Тбилиси
კახა კალაძე - ვარკეთილში სამ ჰექტრამდე პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
дата:  567

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვარკეთილში, ხომლელისა და აბაშვილის ქუჩების მიმდებარედ სამ ჰექტრამდე პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.

მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ პარკის ტერიტორიაზე განახლდა საფეხმავლო ბილიკები, განთავსდა საპარკე ინვენტარი, მოეწყო გარე განათების სისტემა, საბავშვო და სპორტული მოედნები, ვიდეომეთვალყურეობის სისტემა და ფანჩატურები.

ტერიტორიაზე გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება განხორციელდა: დაირგო სხვადასხვა სახეობის 5 524 მწვანე ნარგავი, მოეწყო სარწყავი სისტემა, 15 950 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესა ბალახი და ტერიტორიაზე შევიდა ნოყიერი მიწის ნაზავი. გარდა ამისა, მინი ფეხბურთის სტადიონს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, დამატებით კი მინი კალათბურთის მოედანი მოეწყო.

სამუშაოების ღირებულება 4 543 205 მილიონ ლარს შეადგენს.

мир
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати