USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
კახა კალაძე - თბილისში რეკლამების განთავსების უფლებაზე აუქციონი გამოცხადდება
Date:  909

უახლოეს პერიოდში, თბილისის მასშტაბით რეკლამების განთავსების უფლების თაობაზე აუქციონი გამოცხადდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, უფლება მოიცავს 15 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეკლამის განთავსებას და აქედან შემოსავლის მიღებას აუქციონში გამარჯვებული პირისთვის.

„აუქციონის პირობებზე მუშაობა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და დაინტერესებულ პირებთან არაერთი შეხვედრა გაიმართა. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ბიზნეს სექტორს, ამ სფეროში მოღვაწე და სხვა დაინტერესებულ სუბიექტებს, გაეცნონ აუქციონის პირობებს, რომელიც უახლოეს დღეებში ვებგვერდზე განთავსდება და დაინტერესების შემთხვევაში მიიღონ მონაწილეობა. აუქციონი 30 დღის განმავლობაში იქნება გამოცხადებული და ამ ვადის განმავლობაში მზად ვართ, მოგაწოდოთ ინფორმაცია დამატებითი კითხვების შემთხვევაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way