USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
თბილისი
კახა კალაძე - საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს რეფორმების გატარებისთვის, რათა ხვალინდელი დღე უკეთესი იყოს
თარიღი:  605

შეუძლებელია ევროინტეგრაციის გზაზე რაღაც გააკეთო და ხვალ გაჩერდე, ეს პროცესი გრძელდება და საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს რეფორმების გატარებისთვის, რათა ხვალინდელი დღე უკეთესი იყოს, ვიდრე დღეს და გუშინ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

აღნიშნულით ის ევროპული საბჭოს სამიტის შემაჯამებელ დოკუმენტს გამოეხმაურა.

„ბოლო დროს მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული აღნიშნული მიმართულებით. გახსოვთ, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, საქართველო იმსახურებდა სტატუსს, თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო არ მოგვცეს, ყველამ ვიცით, რა იყო ამ გადაწყვეტილების საფუძველი. ამის შემდეგ იყო 12- პუნქტიანი გეგმა. ყველაფერი იქნა გაკეთებული მათთან ერთად, შესრულებული იყო ყველა მითითება. შეუძლებელია შენ ევროინტეგრაციის გზაზე რაღაც გააკეთო და ხვალ გაჩერდე, ეს პროცესი გრძელდება და საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს რეფორმების გატარებისთვის, რათა ხვალინდელი დღე უკეთესი იყოს, ვიდრე დღეს და გუშინ“, - აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს სამიტის შემაჯამებელ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკავშირი მხარს დაუჭერს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპულ გზაზე რეფორმების ძალისხმევას.

“ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინასთან, მოლდოვის რესპუბლიკასთან და საქართველოსთან მჭიდროდ მუშაობას და ევროპულ გზაზე მათი რეფორმების ძალისხმევის მხარდაჭერას”, - წერია დასკვნით დოკუმენტში.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის