USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
კახა კალაძე - რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს უნდა იყოს დასრულებული
თარიღი:  177

ცდილობენ, რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, არასწორი ინფორმაცია მიაწოდონ, თხოვნაა თბილისელებისადმი: არ ენდოთ ამ ადამიანებს!- სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს უნდა იყოს დასრულებული, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მცდარია გავრცელებული ინფორმაცია, რომ ოქტომბერში უნდა დასრულდეს სარეაბილიტაციო სამუშაოები.

„მინდა რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია. სამუშაოები ჩვენ დავიწყეთ 23 ივლისს, მაშინვე ვუთხარით საზოგადოებას რომ 4 თვე დასჭირდებოდა სრულ რეაბილიტაციას, თუმცა გარკვეული მედიასაშუალებები ცდილობენ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, არასწორი ინფორმაცია მიაწოდონ. სოციალურ ქსელში, მიზანმიმართულად, სამუშაოებთან დაკავშირებით მცდელობაა გაავრცელონ ცრუ, არასწორი ინფორმაცია. თხოვნაა თბილისელებისადმი: არ ენდოთ ამ ადამიანებს! ძალიან ბევრი თაღლითია სამწუხაროდ... ყოველთვის ეცადეთ სწორი ინფორმაცია მიიღოთ, მუნიციპალიტეტი გაავრცელებს ინფორმაციებს სამუშაო პროცესზე, რა ეტაპზეა და ასე შემდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებას ვუთხარი სამუშაოებს დასჭირდებოდა 4 თვე, ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ დააფიქსირა, რომ სამუშაოების ვადა, თითქოს გადმოვწიეთ, ოქტომბერში უნდა დავასრულოთ. თურმე, ეჭვი ჩნდებოდა, სამუშაოები არაჯეროვნად იქნებოდა შესრულებული, უხარისხოდ შევასრულებდით.

სამუშაოები ნოემბრის ბოლოს უნდა იყოს დასრულებული, მიწისქვეშა კომუნიკაციებით, საგზაო ინფრასტრუქტურით და ასე შემდეგ“,- აღნიშნა კალაძემ.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის