USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Tbilisi
კახა კალაძე - რაც შეეხება ევროკავშირის დროშის დაწვას, ვერანაირი ვანდალიზმი ხელს ვერ შეუშლის მოსახლეობის უმრავლესობის ევროატლანტიკურ მისწრაფებას
Date:  485

თბილისის მერმა კახა კალაძემ "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაზე მომხდარი ძალადობა დაგმო და განაცხადა, რომ ძალადობა ყველასთვის მიუღებელი უნდა იყოს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ევროკავშირის დროშის დაწვა ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს საფრთხეს ვერ შეუქმნის.

“ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია. დარწმუნებული ვარ, ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, ყველა წინააღმდეგი იქნება ძალადობის, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ძალადობის, რაც კატეგორიულად მიუღებელია თითოეული ჩვენგანისთვის. რაც შეეხება ევროკავშირის დროშის დაწვას, ვერანაირი ვანდალიზმი, ვერანაირი გარე და შიდა მტერი ვერ შეუშლის ხელს და ვერ შეაჩერებს იმ მისწრაფებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას აქვს. ის, რომ ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი, ევროპელები, ეს დღეს და გუშინ არ დაწყებულა. ჯერ კიდევ ჩვენი წინაპრები პირველი რესპუბლიკის დროსაც იზიარებდნენ იმ ფასეულობებს, რასაც ევროპა და ევროპელობა ჰქვია",-განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, პოლიცია მუშაობს, რომ მოხდეს დამნაშავეების იდენტიფიცირება.

„100-ზე მეტი ადამიანია დღეის მდგომარეობით დაკავებული სხვადასხვა მიმართულებით, როგორც ვიცი და ეს გაგრძელდება. ყველა მოძალადე არის დაფიქსირებული და ყველაფერს შესაბამისი რეაგირება მოყვება შსს-ს მხრიდან. შსს იყო ეფექტური, თითოეული პოლიციელი იცავს ჩვენს უსაფრთხოებას თავიანთი სიცოცხლის რისკის ფასადაც და მინდა ყველა პოლიციელს მადლობა გადავუხადო",-განაცხადა კალაძემ.

region
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way