USD 2.6818
EUR 3.1404
RUB 3.6573
Tbilisi
კახა კალაძე - იმ ევროპულმა ქვეყნებმა გაწყვიტონ ყველანაირი კავშირი რუსეთთან, რომელთაც ყოველდღიურად, მილიარდი დოლარის სავაჭრო ბრუნვა აქვთ რუსეთთან - ეს ჩემი მოგონილი ხომ არ არის კაცო?
Date:  791

ჩვენ გვეუბნებიან, რომ ჩვენ თუ სანქციებს მივუერთდებით, ამით დავაზარალებთ რუსეთის ეკონომიკას - ეს არის ძალიან დიდი აბსურდი და სისულელე, ამით დავაზიანებთ საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის ეკონომიკას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პოლიტიკა ქვეყნის ინტერესებზე და ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ინტერესებზე გადის.

„რაც შეეხება საქართველოს პოლიტიკას, ჩვენი პოლიტიკა ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე და ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ინტერესებზე გადის. როდესაც საუბარი სანქციების მიერთება-არმიერთებაზე იყო, გამოვედით და პირდაპირ ვთქვით და ეს არ დაგვიმალავს, რომ სანქციებს არ და ვერ ვუერთდებით. რატომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება? მივიღეთ იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ინტერესებს ვატარებთ. ჩვენ გვეუბნებიან, რომ ჩვენ თუ სანქციებს მივუერთდებით, ამით დავაზარალებთ რუსეთის ეკონომიკას. მე არ მჯერა ამის. ყველა გონიერი ადამიანი, ვინც აზროვნებს, მიხვდება, რომ შეუძლებელია რუსული ეკონომიკა დავანგრიოთ იმით, თუ მაგალითად: ქართული ღვინო, წყალი, სოფლის მეურნეობის პროდუქტები, რუსულ ბაზარზე არ გავა, ჩავკეტავთ და სანქციებს დავაწესებთ. ეს არის ძალიან დიდი აბსურდი და სისულელე, ამით დავაზიანებთ საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის ეკონომიკას. პარალელურად უნდა მოვძებნოთ და ვიმუშაოთ სხვა გზებზეც, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უარი ვთქვათ დღეს იმაზე, რისი საშუალებაც და შესაძლებლობა გვაქვს. ყველაზე მთავარია, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა იმიტომ, რომ მშვიდობის შენარჩუნება ჩვენ იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება და განვითარება მოხდეს.

პირველ რიგში, იმ (ევროპულმა) ქვეყნებმა გადადგან ნაბიჯი და ყველანაირი კავშირი შეწყვიტონ, თუნდაც სავაჭრო ურთიერთობა რუსეთთან. ყოველდღიურად მილიარდი დოლარის სავაჭრო ურთიერთობებით დახურეს 2022 წელი ევროპულმა ქვეყნებმა. ეს ჩემი მოგონილი ხომ არ არის კაცო? ამოიღეთ ინფორმაცია და ნახეთ. ნახეთ, სავაჭრო ურთიერთობები საქართველოს და რუსეთს შორის და მერე შეადარეთ სავაჭრო ურთიერთობები რუსეთსა და ევროპულ ქვეყნებს შორის, თუნდაც ამერიკას შორის ან ნებისმიერ ქვეყანას შორის“, - განაცხადა კალაძემ.

tbilisi
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 მაისს?

ქსელში გადართვების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების ოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way