საერთოდ რა კავშირშია ფრენები რუსეთის დაახლოებასთან ჩემთვის გაუგებარია, მაშინ როდესაც ჩვეულებრივად სახმელეთოდ, შესაძლებელია მიმოსვლა, შესაძლებელი იყო ერევნის გავლით ჩამოსულიყვნენ როგორც საქართველოს, ისე რუსეთის მოქალაქეები საქართველოში და რა პრობლემაა იმაში, თუ პირდაპირი ფრენები იქნება შესაძლებელი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო, ევროკავშირის 27 ქვეყნის მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის დემარშის გამოცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, როდესაც საქართველოს ექნება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდება, საქართველოს ხელისუფლება მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც საერთო ინტერესებში შედის, მანამდე კი მმართველო გუნდის პოზიცია უცვლელია - არ შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.
„ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სანქციებს არ და ვერ შევუერთდებით. ეს ყველაფერი განპირობებულია იმით, რომ ჩვენ ვატარებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს და არ გვინდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც თავიდანვე ვიცით, რომ დამაზიანებელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის.
საქართველო ჯერჯერობით არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, რომელიც მიისწრაფვის ევროპისკენ და გვაქვს ევროინტეგრაციის სურვილი. როდესაც ჩვენ გვექნება სტატუსი, გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რასაკვირველია, მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რაც საერთო ინტერესში შედის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.