USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
თბილისი
კახა კალაძე - ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სანქციებს არ და ვერ შევუერთდებით
თარიღი:  570

საერთოდ რა კავშირშია ფრენები რუსეთის დაახლოებასთან ჩემთვის გაუგებარია, მაშინ როდესაც ჩვეულებრივად სახმელეთოდ, შესაძლებელია მიმოსვლა, შესაძლებელი იყო ერევნის გავლით ჩამოსულიყვნენ როგორც საქართველოს, ისე რუსეთის მოქალაქეები საქართველოში და რა პრობლემაა იმაში, თუ პირდაპირი ფრენები იქნება შესაძლებელი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო, ევროკავშირის 27 ქვეყნის მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის დემარშის გამოცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც საქართველოს ექნება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდება, საქართველოს ხელისუფლება მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც საერთო ინტერესებში შედის, მანამდე კი მმართველო გუნდის პოზიცია უცვლელია - არ შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.

„ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სანქციებს არ და ვერ შევუერთდებით. ეს ყველაფერი განპირობებულია იმით, რომ ჩვენ ვატარებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს და არ გვინდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც თავიდანვე ვიცით, რომ დამაზიანებელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის.

საქართველო ჯერჯერობით არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, რომელიც მიისწრაფვის ევროპისკენ და გვაქვს ევროინტეგრაციის სურვილი. როდესაც ჩვენ გვექნება სტატუსი, გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რასაკვირველია, მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რაც საერთო ინტერესში შედის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის