USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Тбилиси
კახა კალაძე - წელს თბილისში რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება
дата:  609

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წელს თბილისში რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება. მისი თქმით, ნაძალადევის რაიონში მოხდება მანჯგალაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია. ასევე, კალაძის განმარტებით, ისნის რაიონში იგეგმება ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაცია.

„მინდა ასევე შევეხო ინფრასტრუქტურულ პროექტებს. იცით, რომ 2020 წლის დასაწყისში ვსაუბრობდით ძალიან ბევრ, კარგ, მნიშვნელოვან და მასშტაბურ სამუშაოებზე, თუმცა, პანდემიის გამო, ბევრი პროექტის გადადება და პრიორიტეტების გადახედვა მოგვიწია. თუმცა, 2021 წელს გარკვეულწილად გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ დავიწყოთ იმ პროექტების განხორციელება, რომელიც 2020 წელს იყო დაგეგემილი, მინდა ამ პროექტებთან დაკავშირებით მოგახსენოთ: ნაძალადევის რაიონში მოხდება მანჯგალაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია, რომელიც კატასტროფულ მდგომარეობაშია ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. განსაკუთრებით მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს. მგონი ყველანაირი ფუნქციონირების ვადა ამოწურული აქვს, ავარია ავარიაზე ხდება და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მთლიანად შეიცვლება კომუნიკაციები, საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება თავისი განათებებით და გამწვანებით. ასევე, მინდა გითხრათ, რომ ისნის რაიონში იგეგმება ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაცია. უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ ტენდერს უშუალოდ სამუშაოებზე. ამ პროექტის ფარგლებში ძირეულად შეიცვლება ინფრასტრუქტურა და განახლდება“,-განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ასევე იგეგმება კიდევ ერთი პროექტი, რომელიც ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილსა და ყიფშიძის ქუჩას დააკავშირებს. „მინდა ასევე გითხრათ ერთ პროექტზე, რომელიც წელს განხორციედება, დღეს მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა. ეს არის ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილისა და ყიფშიძის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზა. ამ პროექტის განხორციელების შესაძლებლობა არის. როგორც კი პროექტი მზად იქნება, მაშინვე გამოვაცხადებთ ტენდერს სამუშაოებზე“,-განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ასევე უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა იგეგმება.

„ასევე მინდა ვისუბრო ერთ ძალიან მაგარ პროექტთან დაკავშირებით, რომლის განხორციელებასაც წელს ვიწყებთ. პროექტი გამზადებული გვაქვს, უახლოეს დღეებში გამოვაცხდებთ ტენდერს უშუალოდ სამუშაოებზე, ეს არის უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ქალაქისთვის“,-აღნიშნა კალაძემ.

общество
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати