USD 2.6760
EUR 2.8713
RUB 2.9096
Тбилиси
ჯოზეფ ბორელი - ჩვენ უნდა შევძლოთ ვიმოქმედოთ, ნაცვლად იმისა, რომ ვაკეთოთ კომენტარები და გამოვხატოთ შეშფოთება
дата:  831

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირის მეთაურები მოწადინებული უნდა იყვნენ საერთაშორისო დონეზე კრიზისებში ჩართვისკენ.

„ევროპამ უნდა გაიძლიეროს ძალაუფლების მიმართ მადა. ჩვენ უნდა შევძლოთ ვიმოქმედოთ, ნაცვლად იმისა, რომ ყოველ დღე ვაკეთოთ კომენტარები და გამოვხატოთ შეშფოთება“, - განაცხადა მან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.

ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა აქვე აღნიშნა, რომ რადგან რიგ საკითხებზე ევროკავშირში არ არსებობს ერთსულოვნება, „დარჩენილმა უმრავლესობამ უნდა იმოქმედოს“

спорт
საქართველოს ძიუდოისტთა შერეული ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე კონტინენტის პირველობის დასკვნით დღეს შერეული გუნდური ჩემპიონატი მოეწყო. საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები - ლაშა ბექაურის, გურამ თუშიშვილის, ლაშა შავდათუაშვილის, ეთერ ლიპარტელიანის, სოფიო სომხიშვილისა და მარიამ ჭანტურია შემადგენლობით - ფინალში საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდა, შეხვედრა ანგარიშით 0 : 4 დათმო და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ფინალამდე ქართველმა ძიუდოისტებმა იტალიას ანგარიშით 4:3, ხოლო ხორვატიას ანგარიშით 4:1 სძლიეს.
ევროპის ჩემპიონატის გუნდურ ტურნირს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати