საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირის მეთაურები მოწადინებული უნდა იყვნენ საერთაშორისო დონეზე კრიზისებში ჩართვისკენ.
„ევროპამ უნდა გაიძლიეროს ძალაუფლების მიმართ მადა. ჩვენ უნდა შევძლოთ ვიმოქმედოთ, ნაცვლად იმისა, რომ ყოველ დღე ვაკეთოთ კომენტარები და გამოვხატოთ შეშფოთება“, - განაცხადა მან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.
ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა აქვე აღნიშნა, რომ რადგან რიგ საკითხებზე ევროკავშირში არ არსებობს ერთსულოვნება, „დარჩენილმა უმრავლესობამ უნდა იმოქმედოს“