USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Тбилиси
ჯორჯია მელონი - იტალია პუტინის ენერგეტიკულ შანტაჟს არ აყვება და გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას
дата:  719

იტალია პუტინის ენერგეტიკულ შანტაჟს არ აყვება და გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ენერგეტიკაში პუტინის შანტაჟს აყოლა პრობლემას არ მოაგვარებს, არამედ მხოლოდ გაართულებს მას, ვინაიდან, გზას გახსნის სამომავლო მოთხოვნებსა და შანტაჟისთვის”, - განაცხადა მელონიმ.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ იტალია გააგრძელებს უკრაინისა და რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მხარდაჭერას.

მელონის თქმით, მისი მთავრობა დახმარებას გაუწევს იმ ოჯახებსა და კომპანიებს, რომლებიც ენერგეტიკულმა კრიზისმა დააზარალა და აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯის მაღალი ფასი ნიშნავს იმას, რომ მის ადმინისტრაციას, შესაძლოა, მოუწევს ზოგი წინასაარჩევნო პირობის შესრულების გადადება.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати